„გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების დამისამართების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ივნისის №84 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გამარჯვებაში, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №73 |
|
2025 წლის 31 ივლისი გარდაბანი |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ე” ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების, საქართველოს კანონის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2025 წლის 24 ივლისის №18-18252054 წერილის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
შტანილ იქნეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების დამისამართების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ივნისის №84 განკარგულების დანართში და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გამარჯვებაში არსებული ქუჩების ცვლილება და სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდება განხორციელდეს, არაბული ციფრების გამოყენებით, დანართი №1-ის (გეოგრაფიული ობიექტების ჩამონათვალი), დანართი №2-ის (სიტუაციური ნახაზი) და სიტუაციური რუკების: №1, №2 და №3-ის შესაბამისად.
განკარგულება რეაგირებისთვის გადაეგზავნოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას.
განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში, გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში მისამართზე: ქ. რუსთავი ბოსტანქალაქის ქუჩა №6 „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის“ 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური