„საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №357 |
|
2025 წლის 18 აგვისტო ქ. თბილისი |
1. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საპატიო კონსულობის კანდიდატის დოკუმენტების მიღებისთანავე, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი (შემდგომში − სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი) უზრუნველყოფს აღნიშნული დოკუმენტების გადაგზავნას, საქართველოს შესაბამის უწყებებთან დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით.“.
2. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მინისტრი, თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად, დავალებას აძლევს სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტს, უზრუნველყოს საპატიო კონსულის დანიშვნის გადაწყვეტილების ადგილსამყოფელ (მიმღებ) სახელმწიფოსთან შეთანხმება, ამ დებულების III თავით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.“.
3. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საპატიო კონსულის დანიშვნის შესახებ მინისტრის ბრძანების ხელმოწერის შემდგომ, 2 კვირის ვადაში, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ამზადებს და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს უგზავნის საკონსულო პატენტს, რომელსაც ხელს აწერენ მინისტრი და სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.“.
4. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. ეგზეკვატურის ან/და სააკრედიტაციო ბარათის ასლის გაგზავნის ვალდებულება
საპატიო კონსული და შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობა/ საკონსულო დაწესებულება ვალდებულნი არიან, სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტს მიღებიდან 2 კვირის ვადაში გაუგზავნონ ეგზეკვატურის ან/და სააკრედიტაციო ბარათის ასლი.“.
5. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ინფორმირება
საპატიო კონსულის უფლებამოსილებათა დაწყებისა და შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, მათ შორის, დიპლომატიური პროტოკოლისა და მედიისა და კომუნიკაციების დირექტორატებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ინფორმაციის გავრცელებას სახელმწიფო უწყებებსა და ფართო საზოგადოებაში.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.08.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 18.08.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №357. სარეგისტრაციო კოდი — 480060000.10.003.025250.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.08.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №357, 18.08.2025, სარეგისტრაციო კოდი 480060000.10.003.025250 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6607715/