ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ
მიღების თარიღი 27.08.2025
ძალაში შესვლა 27.08.2025
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.106.016491 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 01/09/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 30.08.2017
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების საჯარისო სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ქალაქ დუშეთში მდებარე გიორგი ბრწყინვალის ქუჩის შესახვევის სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ფასანაურში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ფასანაურში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭილურტში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2025 წლის 27 აგვისტო
ქ.ხობი
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის მე-4 ნაწილის და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი ნაწილის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობების გარე იერსახის დამახინჯებისა და სააგიტაციო მასალის (პლაკატები, ლოზუნგები და სხვა) შეუფერებელ ადგილებში განთავსების აღკვეთის მიზნით, ქ. ხობის ტერიტორიაზე შექმნილ საარჩევნო უბნებში საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალა განთავსდეს სპეციალურად მოწყობილ სტენდებზე:
ა) №66.01 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე: ცოტნე დადიანის ქუჩაზე – საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან და დავით აღმაშენებლის ქუჩაზე – კოსტავას ქუჩის გადაკვეთასთან; ჭყონდიდელის ქუჩის დასაწყისში – 9 აპრილის ხეივანთან და ჭყონდიდელისა და 26 მაისის ქუჩების გადაკვეთაზე;
ბ) №66.02 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე: ცოტნე დადიანის ქუჩაზე – რესტორან „ღიმილთან“ და ცოტნე დადიანის ქუჩაზე –გოგებაშვილის ქუჩის გადაკვეთასთან; ცოტნე დადიანის ქუჩაზე – კოლხეთის დასახლების შესახვევთან და ზვიად გამსახურდიას (ყოფილი სტალინის ქუჩა) ქუჩაზე - რუსთაველის ქუჩის გადაკვეთასთან.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება მიეცეს გააკრას არაუმეტეს 3 (სამი) ცალი საარჩევნო პლაკატისა, ზომით: სიგრძე: არაუმეტეს 60 სმ, სიგანე არაუმეტეს 42 სმ (A2 ფორმატი).
მუხლი 3🔗
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ საარჩევნო უბნებში საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალის განსათავსებლად გამოყენებულ იქნეს იქ მდებარე გარე განათების ბოძები, მგზავრთა მოსაცდელები და ნებისმიერი შენობა-ნაგებობა, გარდა კანონმდებლობით აკრძალულისა.
მუხლი 4🔗
აიკრძალოს არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალის განთავსება ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოს და პოლიციის შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე.
მუხლი 5🔗
საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალის განთავსებისთვის გამოყოფილი ადგილების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
მუხლი 6🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ“ 2017 წლის 30 აგვისტოს №31 დადგენილება.
მუხლი 7🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 27 აგვისტოდანხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ქავთარაძე