„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №386 |
|
2025 წლის 27 აგვისტო ქ. თბილისი |
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) ტექნიკური რეგლამენტი − „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის №1 დანართით გათვალისწინებული დამაბინძურებელი ქიმიური ნივთიერებების ჩამონათვალისა და ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვებულ ჩამდინარე წყალში მათი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების შესახებ (დანართი №6).“.
2. დანართ №5-ის შემდგომ დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №6.
|
1. ტექნიკური რეგლამენტის მიზანია „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის №1 დანართით გათვალისწინებული დამაბინძურებელი ქიმიური ნივთიერებების ჩამონათვალისა და ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვებულ ჩამდინარე წყალში მათი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების განსაზღვრა.
2. დამაბინძურებელი ქიმიური ნივთიერებების ჩამონათვალი და ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვებულ ჩამდინარე წყალში მათი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციებია:
შენიშვნა: 1. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების მნიშვნელობებსა და კონკრეტული საქმიანობისთვის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის საფუძველზე შეთანხმებულ ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვებ ჩაშვების ნორმებს (შემდგომში − ზდჩ ნორმები) შორის განსხვავების შემთხვევაში (ასეთის არსებობისას), ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოიყენება შეთანხმებული ზდჩ ნორმების მნიშვნელობები, ხოლო ასეთი შეთანხმებული ზდჩ ნორმების არარსებობისას ან/და იმ საქმიანობებისთვის, რომელთაც არ უდგინდება ზდჩ ნორმები, გამოიყენება ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების მნიშვნელობები. 2. ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“. |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.08.2025.
- როდის იქნა მიღებული „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 27.08.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №386. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.025279.
- რამდენი მუხლისგან შედგება „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.08.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №386, 27.08.2025, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025279 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6615887/