საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო-ტექნიკური კოლეჯის დაარსების შესახებ

მიღების თარიღი 04.05.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №531
სარეგისტრაციო კოდი 000000190.02(0).000.000331 41
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 5, 29/05/1992
254 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო-ტექნიკური კოლეჯის დაარსების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მ თ ა ვ რ ო ბ ი ს დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №531 1992 წლის 4 მაისი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო-ტექნიკური კოლეჯის დაარსების შესახებ რესპუბლიკაში ხანძართან ბრძოლის სრულყოფის და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესების, მასში შემავალი ქვედანაყოფებისათვის ოფიცერთა ეროვნული კადრების მომზადების უზრუნველსაყოფად საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ა დ გ ე ნ ს: 1. მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინადადება სახანძრო დაცვის სასწავლო ცენტრის ბაზაზე სახანძრო-ტექნიკური კოლეჯის დაარსების შესახებ. 2. დაევალოთ საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს უზრუნველყონ 1992 წლის პირველ ნახევარში სახანძრო-ტექნიკური კოლეჯისათვის სწავლების პროგრამის შემუშავება, მისთვის საჭირო რაოდენობის სასწავლო-ტექნიკური საშუალებების, კომპიუტერული ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების გამოყოფა 3.  სახანძრო-ტექნიკური კოლეჯის კურსანტებით დაკომპლექტებისათვის დაშვებულ იქნეს ყოველწლიურად 50 წვევამდელის მიღება მათთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადებით, კოლეჯის კურსდამთავრებულები აყვანილ იქნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების სპეც-აღრიცხვაზე. 4. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსთან და საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშაოს სახანძრო-ტექნიკური კოლეჯის დებულება, რომელშიც განისაზღვროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურისათვის სპეციალური განათლების მქონე ოფიცერთა ეროვნული კადრების მომზადება, სამწლიანი სწავლების ციკლით. 5. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოუყოს სახანძრო-ტექნიკურ კოლეჯს საჭირო რაოდენობის თანხა 1992 წელს მისთვის გათვალისწინებული საერთო ასიგნებებიდან. 6. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიტანოს სათანადო ცვლილებანი შტატებში, თანამდებობრივ განაკვეთებში და განახორციელოს საჭირო ღონისძიებანი კოლეჯისათვის კვალიფიციური მეთაურ-მასწავლებლების კადრების შესარჩევად და დასაკომპლექტებლად. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                           თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი                                                   კ. გელაშვილი საქართველოს რესპუბლიკის