სასწავლო დაწესებულებათა კურსდამთავრებულების განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებით უზრუნველყოფის შესახებ
მიღების თარიღი 18.05.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №575
სარეგისტრაციო კოდი 000000190.02(0).000.000338 41
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 5, 29/05/1992
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.05.1992 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
სასწავლო დაწესებულებათა კურსდამთავრებულების განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტებით უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის
მთავრობის
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №575
1992 წლის 18 მაისი
ქ. თბილისი
სასწავლო დაწესებულებათა კურსდამთავრებულების განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტებით უზრუნველყოფის შესახებ
ყველა ტიპისა და უწყების სასწავლო დაწესებულებათა კურსდამთავრებულების აღრიცხვას დაქვემდებარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებით უზრუნველყოფის, ბეჭდვისა და მოხმარების აღრიცხვის ერთიანი სისტემის შექმნისა და მათი სწორად წარმოებისადმი შესაბამისი კონტროლის დაწესების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ა დ გ ე ნ ს:
1. ყველა ტიპისა და უწყების სასწავლო დაწესებულებათა კურსდამთავრებულების უზრუნველყოფა მკაცრი აღრიცხვას დაქვემდებარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გადაყვანილ იქნეს ფასიან მომსახურებაზე.
2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების უნიფიცირებული ნიმუშების შექმნა;
ბ) სასწავლო დაწესებულებათა კურსდამთავრებულების განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებით მომსახურების ორგანიზაცია.
3. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ინფორმაციის სამინისტროს უზრუნველყოს მკაცრი აღრიცხვას დაქვემდებარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების დამზადება მოქმედი წესის შესაბამისად.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარის პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი თ.სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველის
მოვალეობის შემსრულებელი გ.ბერიძე