ყოფილი საკავშირო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კურსკის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აფხაზეთის მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენების სოხუმის ლაბორატორიის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებაში გადაცემისა და მისი ფინანსური სახსრებით უზრუნველყოფის შესახებ
მიღების თარიღი 07.08.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №805
სარეგისტრაციო კოდი 000000190.02(0).000.000382 41
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 8, 31/08/1992
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.08.1992 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ყოფილი საკავშირო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კურსკის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აფხაზეთის მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენების სოხუმის ლაბორატორიის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებაში გადაცემისა და მისი ფინანსური სახსრებით უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №805
1992 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
ყოფილი საკავშირო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კურსკის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აფხაზეთის მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენების სოხუმის ლაბორატორიის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებაში გადაცემისა და მისი ფინანსური სახსრებით უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
1. მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროს შუამდგომლობა, შეთანხმებული საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან, და გადაეცეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას ყოფილი საკავშირო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კურსკის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აფხაზეთის მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენების სოხუმის ლაბორატორია ახალი სახელწოდებით „ნიადაგების რესურსების გამოყენების საცდელი სადგური (ქ. სოხუმი)“.
2. საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტრომ გამოუყოს მიმდინარე წელს ზემოაღნიშნულ საცდელ სადგურს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან 300 ათასი მანეთი 1992 წელს სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოთა დაფინანსებისათვის გათვალისწინებული თანხებიდან,
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის - პრემიერ მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის
პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი კ. გელაშვილი