„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციური პროექტების ტექნოლოგიების გადაცემის წესის დამტკიცებისა და მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №111 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№419
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.025316
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/09/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №419

2025 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2025 წლის 24 ივნისის №718-IIმს-XIმპ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციური პროექტების ტექნოლოგიების გადაცემის წესის დამტკიცებისა და მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №111 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/03/2021, 040030000.10.003.022667) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლისა და 21-ე მუხლის პირველი პუნქტის,  ასევე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციური პროექტების ტექნოლოგიების გადაცემის წესი და მომსახურების საფასური“.“.

2. დადგენილებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციური პროექტების ტექნოლოგიების გადაცემის წესსა და მომსახურების საფასურში“:

ა) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. ტექნოლოგიების გადაცემის პროექტის შეფასება

1. სააგენტო, ტექნოლოგიების გადაცემის პროექტის ავტორის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ახდენს პროექტის შეფასებას ტექნოლოგიების გადაცემის ადგილობრივი ან/და უცხოელი ექსპერტების მეშვეობით.

2. სააგენტო ტექნოლოგიების გადაცემის პროექტის შეფასებას ახორციელებს შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:

ა) ტექნოლოგიის/ინოვაციის პატენტუნარიანობა;

ბ) ტექნოლოგიის განვითარების სტადია და მზაობის დონე (TRL – Technology Readiness Level);

გ) ტექნოლოგიის პოტენციური ბაზრის პოტენციალი და კომერციული გამოყენებადობა;

დ) ტექნოლოგიის კონკურენტული უპირატესობა;

ე) პროექტის ავტორის/გუნდის კომპეტენცია და მოტივაცია;

ვ) პოტენციურ ინვესტორთა დაინტერესების პოტენციალი.“;

ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. კომერციალიზაციის გეგმის შემუშავება და შესაბამისი მზაობის მქონე პროექტების შერჩევა

1. ტექნოლოგიების გადაცემის ადგილობრივ ან/და უცხოელ ექსპერტთა მხრიდან დადებითი შეფასების მქონე პროექტებიდან სააგენტო შეარჩევს პროექტებს კომერციალიზაციისთვის, უზრუნველყოფს კომერციალიზაციის გეგმის შემუშავებასა და შესრულებაში მხარდაჭერას, რომელიც ითვალისწინებს კომერციალიზაციისათვის აუცილებელ აქტივობებს, როგორიცაა პროექტით გათვალისწინებული პროდუქტის  ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა, ტექნოლოგიის/ინოვაციის ტექნიკური და კომერციული თვალსაზრისით დახვეწა და სხვა.

2. სააგენტო კომერციალიზაციისთვის შეარჩევს ისეთ პროექტებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 24 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციური პროექტების ტექნოლოგიების გადაცემის წესის დამტკიცებისა და მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №111 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციური პროექტების ტექნოლოგიების გადაცემის წესის დამტკიცებისა და მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №111 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.09.2025.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციური პროექტების ტექნოლოგიების გადაცემის წესის დამტკიცებისა და მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №111 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციური პროექტების ტექნოლოგიების გადაცემის წესის დამტკიცებისა და მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №111 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.09.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №419. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.025316.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციური პროექტების ტექნოლოგიების გადაცემის წესის დამტკიცებისა და მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №111 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციური პროექტების ტექნოლოგიების გადაცემის წესის დამტკიცებისა და მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №111 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციური პროექტების ტექნოლოგიების გადაცემის წესის დამტკიცებისა და მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №111 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.09.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციური პროექტების ტექნოლოგიების გადაცემის წესის დამტკიცებისა და მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №111 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №419, 24.09.2025, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.025316 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.09.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6635298/