ბათუმის უმაღლესი საზღვაო სასწავლებლის ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიად გარდაქმნის შესახებ

მიღების თარიღი 28.02.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №121
სარეგისტრაციო კოდი 000000190.02(0).000.000655 41
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 2, 28/02/1994
92 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ბათუმის უმაღლესი საზღვაო სასწავლებლის ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიად გარდაქმნის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №121 1994 წლის 28 თებერვალი ქ. თბილისი ბათუმის უმაღლესი საზღვაო სასწავლებლის ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიად გარდაქმნის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. მიღებულ იქნეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წინადადება, შეთანხმებული საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის, ფინანსთა, განათლების, იუსტიციის სამინისტროებთან და საქართველოს საზღვაო სანაოსნო დეპარტამენტთან, ბათუმის უმაღლესი საზღვაო სასწავლებლის ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიად გარდაქმნის შესახებ. 2. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დაფინანსება და მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება განხორციელდეს საქართველოს საზღვაო სანაოსნო დეპარტამენტის ხარჯზე. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                           ო. ფაცაცია