თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება №2/1431-25
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
საქმე №2/1431-25/330212025010830214
2025 წლის 22 სექტემბერი
ქ. თბილისი
მოსამართლე ლიანა კაჟაშვილი
სხდომის მდივანი მარეხ ბაკაშვილი
წარმომადგენელი – დავით ბიჭიკაშვილი
დაინტერესებული პირები – სს „მესხეთის“ (ს/ნ: 208142419) 1.67222%-ის მფლობელი აქციონერები
მოთხოვნა – სს „მესხეთის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 30914, 30915 მუხლებით
გადაწყვიტა:
1. შპს „დჯ ჯგუფის“ განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. სს „მესხეთის“ (ს/ნ: 208142419) 98.32778% აქციების მფლობელ შპს „დჯ ჯგუფს“ (მყიდველი) ნება დაერთოს, მოახდინოს სს „მესხეთის“ დარჩენილი აქციების გამოსყიდვა დაინტერესებული პირებისგან (1.67222%-ის მფლობელი აქციონერებისგან).
3. აქციათა გამოსყიდვის ფასად განისაზღვროს 118.41 (ას თვრამეტი ლარი და ორმოცდაერთი თეთრი) ლარი.
4. აქციათა გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად განისაზღვროს 8 ოქტომბერი, 2025 წელი, 18:00 საათი.
5. განმცხადებლის მიერ საქმეზე გადახდილი ბაჟი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
6. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოქვეყნდეს საკანონმდებლო მაცნეში.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.
მოსამართლე ლიანა კაჟაშვილი