საჰაერო მიმოსვლის შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის დადებული სამთავრობათაშორისო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 10.03.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №146
სარეგისტრაციო კოდი 000000440.02(0).000.000659 13
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 3, 31/03/1994
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.03.1994 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საჰაერო მიმოსვლის შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის დადებული სამთავრობათაშორისო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №146
1994 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
საჰაერო მიმოსვლის შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის დადებული სამთავრობათაშორისო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ქ. ბაქოში 1993 წლის 3 თებერვალს დადებული შეთანხმების საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის შესახებ.
2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობოს აზერბაიჯანის მხარეს ამ დადგენილების 1-ლ პუნქტში დასახელებული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულების შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ო. ფაცაცია