საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიად გარდაქმნის შესახებ

მიღების თარიღი 10.06.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №354
სარეგისტრაციო კოდი 000000190.02(0).000.000714 41
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 6, 30/06/1994
226 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიად გარდაქმნის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №354 1994 წლის 10 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიად გარდაქმნის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის როლის ცვლილებებთან დაკავშირებულმა პროცესებმა წარმოაჩინა სპეციალისტთა მომზადების პროფილის მნიშვნელოვანი გაფართოების მიზანშეწონილობა, აუცილებელი გახადა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში ახალი სპეციალობების შემოღება და, შესაბამისად, სასწავლო პროცესის საფუძვლიანი რეორგანიზაცია. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ფართო პროფილის სპეციალისტთა მომზადებისა და ამ დარგში სასწავლო-სამეცნიერო და მეთოდოლოგიური მუშაობის კოორდინაციის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინტიტუტი გარდაიქმნას საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია. 2. ნება დაერთოს საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიას მისთვის გამოყოფილი ასიგნების ხარჯზე 1994-1995 სასწავლო წლიდან გარდა ტრადიციული სპეციალობებისა (ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი, მწვრთნელი სპორტის სახეობაში), მოამზადოს სპეციალისტები შემდეგ სპეციალობებში: „სამკურნალო ფიზიკური კულტურა და რეაბილიტაცია“, „აქტიური დასვენებისა და ტურიზმის მენეჯერი“, „სპორტული ჟურნალისტიკა“, „სპორტული ფსიქოლოგია“, „სპორტული ბიზნესის მენეჯერი“. საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი პროფილის უმაღლეს სასწავლებლების გამოცდილების გათვალისწინებით ფართ პროფილის სპეციალისტების მოსამზადებლად მიზანშეწონილად ჩაითვალოს სპეციალისტების მომზადება სულ ორ მონათესავე დარგში, ამასთან, ერთი აუცილებლად უნდა იყოს ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი ან მწვრთნელი სპორტის არჩეული სახეობაში. 3. საქათველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტმა ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინონ აკადემიას სასწავლო პროცესის ორგანიზაციაში და ამასთან, დააწესონ სისტემური კონტროლი სასწავლო გეგმებისა და პროგრამების სათანადო მეცნიერულ-მეთოდოლოგიურ დონეზე შედგენისათვის. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                          ო. ფაცაცია