საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მარნეულის ფილიალის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 12.01.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 000000190.02(0).000.000874 41
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1, 31/01/1995
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.01.1995 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მარნეულის ფილიალის შექმნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №6
1995 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მარნეულის ფილიალის შექმნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. მიღებულ იქნეს მარნეულის, გარდაბნისა და ბოლნისის რაიონების აზერბაიჯანული მოსახლეობის წინადადება, შეთანხმებული საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის სამინისტროსთან, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან, და შეიქმნას საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მარნეულის ფილიალი. განესაზღვროს მას მისაღები კონტინგენტი 150 კაცის ოდენობით, მათ შორის დასწრებული სწავლების ფორმაზე – 75 კაცი. დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილ ასიგნებათა ხარჯზე.
2. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მარნეულის ფილიალი განთავსდეს ქ. მარნეულის სასოფლო-სამეურნეო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობაში.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრი ო. ფაცაცია