გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
მიღების თარიღი 10.10.2025
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №143
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016073
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 16/10/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.10.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №143
2025 წლის 10 ოქტომბერი
ქალაქი გორი
გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია საკრებულოს წევრის – გურამ კორინთელის ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში არსებული №28 ქუჩისთვის და №28 ქუჩის სამი ჩიხისთვის და ერთი შესახვევისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის და ქართველი ექიმის, საზოგადო მოღვაწის ოთარ კორინთელის სახელის მინიჭების თაობაზე.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს აღნიშნული ინიციატივა. ამასთან, სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 2025 წლის 8 სექტემბრის №48 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ასევე, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად,
1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში არსებულ №28 ქუჩას და №28 ქუჩის სამ ჩიხს და ერთ შესახვევს გადაуრქვას ძველი სახელწოდება და ეწოდოს საზოგადო მოღვაწის – ოთარ კორინთელის სახელი.
2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ.№30).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე