სახელმწიფო მმართველობის მოხელეთა მომზადების ქართულ-ამერიკული ინსტიტუტის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 13.01.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 000000190.02(0).000.000875 41
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1, 31/01/1995
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.01.1995 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო მმართველობის მოხელეთა მომზადების ქართულ-ამერიკული ინსტიტუტის შექმნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №7
1995 წლის 13 იანვარი
ქ. თბილისი
სახელმწიფო მმართველობის მოხელეთა მომზადების ქართულ-ამერიკული ინსტიტუტის შექმნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. საქართველოს რესპუბლიკისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მმართველობის ეროვნულ აკადემიას შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიქმნას საქართველოს სახელმწიფო მმართველობის მოხელეთა მომზადების ქართულ-ამერიკული ინსტიტუტი.
2. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ:
- საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მე-6 სასწავლო კორპუსში აღნიშნულ სასწავლებელს ფუნქციონირებისათვის გამოუყო 320 კვ. მეტრი ფართობი;
- ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მმართველობის ეროვნული აკადემია თავის თავზე იღებს ინსტიტუტის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ხარჯების ძირითად ნაწილს.
3. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს აღნიშნული ინსტიტუტის ადმინისტრაციას გამოუყოს 5 საშტატო ერთეული.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ო. ფაცაცია