საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ დადებული ხელშეკრულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 02.06.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №306
სარეგისტრაციო კოდი 000000440.02(0).000.000943 13
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 6, 30/06/1995
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.06.1995 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ დადებული ხელშეკრულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №306
1995 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ დადებული ხელშეკრულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. დამტკიცდეს ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ, რომელიც დადებულია ქ. სოფიაში 1995 წლის 19 იანვარს.
2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობოს ბულგარეთის მხარეს ამ დადგენილების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულების შესახებ*.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრის ზ. კერვალიშვილი
დანართი არ ქვეყნდება