თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება №2/2060-25
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
(სარეზოლუციო ნაწილი)
2025 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
მოსამართლე – დავით აკობიძე
სხდომის მდივანი – ანა ბახტაძე
განმცხადებელი – შპს „გლობალ ჯორჯია“
წარმომადგენელი – დავით ბიჭიკაშვილი
დაინტერესებული პირი (აქციონერები) – სს „ჯორჯიან ჰოლდინგის" (ს/ნ:206052108) 2.42788 %-ის მფლობელი აქციონერები
მოთხოვნა – სს „ჯორჯიან ჰოლდინგის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 243-ე, 249-ე, 257-ე, 30914, 30915 მუხლებით,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „გლობალ ჯორჯიას“ განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. სს „ჯორჯიან ჰოლდინგის“ (ს/ნ: 206052108) 97.57212% აქციების მფლობელს შპს „გლობალ ჯორჯიას“ (ს/ნ: 202278285) ნება დაერთოს, მოახდინოს სს „ჯორჯიან ჰოლდინგის“ დარჩენილი აქციების გამოსყიდვა დაინტერესებული პირებისგან (2.42788 %-ის მფლობელი აქციონერებისგან).
3. აქციათა გამოსყიდვის ფასად განისაზღვროს 18,71 ლარი.
4. აქციათა გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად განისაზღვროს – 2025 წლის 8 ოქტომბერი – 18:00 საათი.
5. განმცხადებლის მიერ საქმეზე გადახდილი ბაჟი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
6. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.
მოსამართლე დავით აკობიძე