წალენჯიხის რაიონის ქ. ჯვარის 163-ე პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის საშუალო სპეციალურ სასწავლებლად გარდაქმნის შესახებ

მიღების თარიღი 18.10.1995
ძალის დაკარგვა 04.07.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №667
სარეგისტრაციო კოდი 000000190.02(0).001.000051 41
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 10, 31/10/1995
91 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.10.1995 მიღება
04.07.2006 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის რაიონის ქ. ჯვარის 163-ე პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის საშუალო სპეციალურ სასწავლებლად გარდაქმნის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №667 1995 წლის 18 ოქტომბერი ქ. თბილისი წალენჯიხის რაიონის ქ. ჯვარის 163-ე პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის საშუალო სპეციალურ სასწავლებლად გარდაქმნის შესახებ მიღებულ იქნეს წალენჯიხის რაიონის გამგეობის წინადადება შეთანხმებული საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და ფინანსთა სამინისტროსთან და ქალაქ ჯვარის №163 მრავალდარგოვანი პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი გარდაიქმნას მრავალდარგოვან საშუალო სპეციალურ სასწავლებლად მისთვის გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში და შეუნარჩუნდეს არსებული მატერიალური-ტექნიკური ბაზა. ახალი კონტინგენტის მიღება განხორციელდეს 1995-96 სასწავლო წლიდან დამტკიცებული მისაღები კონტინგენტის ფარგლებში. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის  მოვალეობის შემსრულებელი                                                                             ბ. გულუა