1970 წლის 1 სექტემბრის „მალფუჭებადი საკვები პროდუქტების საერთაშორისო გადაზიდვებისა და ამ გადაზიდვებისათვის განკუთვნილი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების შესახებ შეთანხმებასთან“ საქართველოს რესპუბლიკის შეერთების თაობაზე
მიღების თარიღი 05.09.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №539
სარეგისტრაციო კოდი 000000440.02(0).001.000014 13
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 9, 29/09/1995
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.09.1995 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
1970 წლის 1 სექტემბრის „მალფუჭებადი საკვები პროდუქტების საერთაშორისო გადაზიდვებისა და ამ გადაზიდვებისათვის განკუთვნილი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების შესახებ შეთანხმებასთან“ საქართველოს რესპუბლიკის შეერთების თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №539
1995 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
1970 წლის 1 სექტემბრის „მალფუჭებადი საკვები პროდუქტების საერთაშორისო გადაზიდვებისა და ამ გადაზიდვებისათვის განკუთვნილი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების შესახებ შეთანხმებასთან“ საქართველოს რესპუბლიკის შეერთების თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება იმის შესახებ, რომ საქართველოს რესპუბლიკა შეუერთდეს 1970 წლის 1 სექტემბრის შეთანხმებას „მალფუჭებადი საკვები პროდუქტების საერთაშორისო გადაზიდვებისა და ამ გადაზიდვებისათვის განკუთვნილი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების შესახებ“.
2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობოს ზემოაღნიშნულის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ო. ფაცაცია