„სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის №341 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1122 |
|
2025 წლის 31 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის №341 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.10.2018, სარეგისტრაციო კოდი: 100110000.22.027.016841) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეული დანაყოფების მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის (უნიფორმის) ნიმუშების დამტკიცების შესახებ“; ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პენიტენციური კოდექსის 28-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა და 145-ე მუხლის მე-5 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:“; გ) პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სპეციალური პენიტენციური სამსახური) ცალკეული დანაყოფების მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის (უნიფორმის) თანდართული ნიმუშები. 11. ეს ბრძანება ვრცელდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტისა (გარდა ამ დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოსა და ტექნიკური უსაფრთხოების სამმართველოს მოსამსახურეებისა) და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეებზე.“. 2. ბრძანების დანართის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეული დანაყოფების მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის (უნიფორმის) ნიმუშები“; ბ) №3 პლანშეტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურე მამაკაცის გამოსასვლელი ფორმა“; გ) №4 პლანშეტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურე ქალის გამოსასვლელი ფორმა“; დ) №5 პლანშეტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის მოსამსახურე (რომლებიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებენ პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში) და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურე მამაკაცის ყოველდღიური ფორმა“; ე) №6 პლანშეტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის მოსამსახურე (რომლებიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებენ პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში) და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურე ქალის ყოველდღიური ფორმა“; ვ) №7 პლანშეტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს საზოგადოებრივი მისაღების სამმართველოს მოსამსახურე მამაკაცის ყოველდღიური ფორმა“; ზ) №8 პლანშეტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს საზოგადოებრივი მისაღების სამმართველოს მოსამსახურე ქალის ყოველდღიური ფორმა“; თ) №9 პლანშეტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს (გარდა საზოგადოებრივი მისაღების სამმართველოსი) მოსამსახურე მამაკაცის ყოველდღიური ფორმა“; ი) №10 პლანშეტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს (გარდა საზოგადოებრივი მისაღების სამმართველოსი) მოსამსახურე ქალის ყოველდღიური ფორმა“; კ) №11 პლანშეტი ამოღებულ იქნეს; ლ) №12 პლანშეტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს მოსამსახურე მამაკაცის ყოველდღიური ფორმა“; მ) №13 პლანშეტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს მოსამსახურე ქალის ყოველდღიური ფორმა“; ნ) №14 პლანშეტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს (გარდა სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოსი) მოსამსახურე მამაკაცის ყოველდღიური ფორმა“; ო) №15 პლანშეტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს (გარდა სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოსი) მოსამსახურე ქალის ყოველდღიური ფორმა“; პ) №16 პლანშეტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს მოსამსახურე მამაკაცის ყოველდღიური ფორმა“; ჟ) №17 პლანშეტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს მოსამსახურე ქალის ყოველდღიური ფორმა“.
|
| მუხლი 2 |
1.
ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
2.
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის №341 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის №341 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.10.2025.
- როდის იქნა მიღებული „სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის №341 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის №341 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.10.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1122. სარეგისტრაციო კოდი — 100110000.22.027.017606.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის №341 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის №341 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის №341 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.10.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის №341 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1122, 31.10.2025, სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.017606 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6655048/