გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 28.10.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №481
სარეგისტრაციო კოდი 010080000.10.003.025375 22
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 28/10/2025
72 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)

დოკუმენტის ტექსტი

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №481 2025 წლის 28 ოქტომბერი ქ. თბილისი გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ მუხლი 1🔗 „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა გომისმთის ტერიტორიაზე მდებარე უსახელო მწვერვალს (გეოგრაფიული კოორდინატები: ჩრდილოეთ განედის 41​0 47 10 და აღმოსავლეთ გრძედის 42​0 12“ 56“) მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას სახელი − „ზაზა დამენიას მწვერვალი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე