„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, შესაბამისი საფასურების განაკვეთების, საფასურების გადახდის, მათი გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 ივნისის №280 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №487 |
|
2025 წლის 31 ოქტომბერი ქ. თბილისი |
1. „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ავტონომიური რესპუბლიკების, მულტიმუნიციპალური/მუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის ან/და პროექტის ან/და მისი შემადგენელი ნაწილისთვის დასკვნის მომზადება − ავტონომიური რესპუბლიკების, მულტიმუნიციპალური/მუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის ან/და პროექტის ან/და მისი შემადგენელი ნაწილის შემუშავების ღირებულების 4%;“.
2. „დ“ − „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ქალაქთმშენებლობითი გეგმების (გარდა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე/ზონაში დასამტკიცებელი ქალაქთმშენებლობითი გეგმისა) კონცეფციის ან/და პროექტის ან/და მისი შემადგენელი ნაწილისთვის დასკვნის მომზადება − ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციის ან/და პროექტის ან/და მისი შემადგენელი ნაწილის შემუშავების ღირებულების 5%, მაგრამ არანაკლებ 1 500 ლარისა (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხა ასეთი გეგმის შემუშავების ღირებულების 10%-ს არ აღემატება);
ე) საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე/ზონაში ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ ინიციირებული განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის ან/და პროექტის დამტკიცება:
ე.ა) განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციისა და პროექტის დამტკიცება – განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციისა და პროექტის შემუშავების ღირებულების 6%, მაგრამ არანაკლებ 3 000 ლარისა (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხა ასეთი გეგმის შემუშავების ღირებულების 10%-ს არ აღემატება);
ე.ბ) განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცება – განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის შემუშავების ღირებულების 6%, მაგრამ არანაკლებ 1 500 ლარისა (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხა ასეთი გეგმის შემუშავების ღირებულების 10%-ს არ აღემატება);
ე.გ) განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის დამტკიცება – განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის შემუშავების ღირებულების 6%, მაგრამ არანაკლებ 1 500 ლარისა (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხა ასეთი გეგმის შემუშავების ღირებულების 10%-ს არ აღემატება);
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცება ხორციელდება მხოლოდ გეგმის პროექტის განხილვითა და დამტკიცებით (I სტადიის − კონცეფციის გარეშე), განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის დამტკიცების მომსახურების საფასური შეადგენს განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის შემუშავების ღირებულების 6%-ს, მაგრამ არანაკლებ 3 000 ლარისა (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხა ასეთი გეგმის შემუშავების ღირებულების 10%-ს არ აღემატება);
ვ) ქალაქთმშენებლობითი დასკვნის გაცემა მიწის ნაკვეთის განვითარებასთან დაკავშირებით:
ვ.ა) 1 სამუშაო დღის ვადაში – 1 000 ლარი;
ვ.ბ) 5 სამუშაო დღის ვადაში – 800 ლარი;
ვ.გ) 10 სამუშაო დღის ვადაში – 500 ლარი;
ვ.დ) 1 თვის ვადაში – 200 ლარი.“.
3. „ვ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) კერძო ინიციატივის საფუძველზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა და დასკვნის გაცემა − 50,000 ლარი. ამასთანავე, სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროებიდან გამომდინარე, დაინტერესებული პირისგან მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის ან/და კვლევის წარდგენა;“.
5. „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ქალაქთმშენებლობითი გეგმის კონცეფციის ან/და პროექტის შეთანხმება:
ი.ა) ქალაქთმშენებლობითი გეგმის კონცეფციისა და პროექტის შეთანხმება – ქალაქთმშენებლობითი გეგმის კონცეფციისა და პროექტის შემუშავების ღირებულების 8%, მაგრამ არანაკლებ 6 000 ლარისა (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხა ასეთი გეგმის შემუშავების ღირებულების 10%-ს არ აღემატება);
ი.ბ) ქალაქთმშენებლობითი გეგმის კონცეფციის შეთანხმება – ქალაქთმშენებლობითი გეგმის კონცეფციის შემუშავების ღირებულების 8%, მაგრამ არანაკლებ 3 000 ლარისა (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხა ასეთი გეგმის შემუშავების ღირებულების 10%-ს არ აღემატება);
ი.გ) ქალაქთმშენებლობითი გეგმის პროექტის შეთანხმება – ქალაქთმშენებლობითი გეგმის პროექტის შემუშავების ღირებულების 8%, მაგრამ არანაკლებ 3 000 ლარისა (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხა ასეთი გეგმის შემუშავების ღირებულების 10%-ს არ აღემატება).
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცება ხორციელდება მხოლოდ გეგმის პროექტის განხილვითა და დამტკიცებით (I სტადიის − კონცეფციის გარეშე), განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის დამტკიცების მომსახურების საფასური შეადგენს განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის შემუშავების ღირებულების 8%-ს, მაგრამ არანაკლებ 6 000 ლარისა (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხა ასეთი გეგმის შემუშავების ღირებულების 10%-ს არ აღემატება).“.
6. „ო.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო.გ) განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტი – 5 000 ლარი;“.
|