დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრანში ცალკეული მიწის ნაკვეთების გეგმარებითი არეალის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №35 |
|
2025 წლის 12 დეკემბერი ქ. დუშეთი |
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრანში ცალკეული მიწის ნაკვეთების გეგმარებითი არეალის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტს „გ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 41-ე და 43-ე მუხლების, „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის, „დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრანში ცალკეული მიწის ნაკვეთების გეგმარებითი არეალის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივლისის №69 განკარგულების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს განაშენიანების დეტალური გეგმა დანართის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრანში მდებარე გეგმარებითი ერთეულისათვის, რომელიც მოიცავს შემდეგი საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს: 71.59.29.2331, 71.59.29.1804.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრანში ცალკეული მიწის ნაკვეთების გეგმარებითი არეალის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 27 აგვისტოს №25 დადგენილება (matsne.gov.ge, 01/09/2025, ს/კ: 010250050.35.152.016559).
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|