გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ

მიღების თარიღი 12.12.2025
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №202
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016076
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 17/12/2025
247 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 98% 12.12.2025 გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 98% 08.08.2025 გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 98% 08.08.2025 გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 98% 08.08.2025 გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 98% 08.08.2025

დოკუმენტის ტექსტი

გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ გორის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს განკარგულება №202 2025 წლის  12  დეკემბერი ქ. გორი გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია საკრებულოს წევრის ივანე ნონიკაშვილის ინიციატივა, რომლითაც ითხოვს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში არსებული №14 ქუჩის №1 შესახვევისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის და აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს გარდაცვლილი კახი სამადალაშვილის ქუჩის სახელის მინიჭებას. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს აღნიშნული ინიციატივა. ამასთან, სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 24 ოქტომბრის №49 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე  მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტების, ასევე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად,   1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში არსებული №14 ქუჩის №1 შესახვევს გადაერქვას ძველი სახელწოდება  და   ეწოდოს აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს გარდაცვლილი კახი სამადალაშვილის  სახელი. 2. განკარგულება ძალაში შევიდეს  ხელმოწერისთანავე. 3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. №30). საკრებულოს თავმჯდომარე                                               მარლენ ნადირაძე