ქურთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.12.2025
ძალაში შესვლა 01.01.2026
გამომცემი ორგანო ქურთას მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.146.016255 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 23/12/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
2,137 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.12.2025 მიღება
01.01.2026 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქურთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 05.01.2015 ქურთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 04.01.2016 საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 11.01.2018 ერედვის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 01.12.2025 ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 15.01.2026
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
23.12.2025
02.02.2026
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

ქურთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 2025 წლის 22 დეკემბერი ქ. თბილისი ქურთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქურთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი (დანართი1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს   ,,ქურთის მუნიციპალიტეტის  2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრეულოს 2024 წლის 23 დეკემბრის №11 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 24/12/2024, 010250050.35.146.016240). მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ძალაში შევიდეს 2026  წლის 1 იანვრიდან. ქურთას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით თუთარაშვილი დანართი №1 ქურთის მუნიციპალიტეტის 2026  წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი ეს წესი განსაზღვრავს იმ იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მათ შორის იმ პირების, რომლებიც ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თუმცა რეგისტრაცია აქვთ ცხინვალში და ქურთის მუნიციპალიტეტის (შემდგომში –  მუნიციპალიტეტი) 2026  წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. თავი I სოციალურის დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია  მუხლი 1🔗. ახალშობილთა ოჯახების დახმარება  1. თითოეულ ახალშობილზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ის დევნილი ოჯახები, რომელთაც შეეძინათ ახალშობილი. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი; გ) მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი; დ)ახალშობილ(ებ)ის ერთ-ერთი მშობლის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ ანგარიშზე. მუხლი 2🔗. ოთხმოცი და მეტი წლის ასაკის მოხუცებულთა დახმარება 1. ერთჯერად 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში და შეუსრულდათ 80 და მეტი წელი. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ან მისმა ოჯახის უფლებამოსილმა წევრმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; დ) ბენეფიციარის ან/და უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 3🔗. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 1. ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული გარდაცვლილი პირების სარიტუალო მომსახურება, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში, თანხა გაიცემა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 2. ქურთის მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) გარდაცვლილი პირის დევნილის მოწმობის ასლი; ე) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან დამადასტურებელი დოკუმენტი (ამ შემთხვევაში – ცნობა), რომლითაც დგინდება გარდაცვლილისა და განმცხადებლის ნათესაური კავშირი; ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 4🔗. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება 1. დაფინანსებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები,რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში და ჰყავთ ოთხი ან მეტი შვილი, რომელთაგანაც ერთ - ერთი მაინც არის 0-დან 18 წლამდე. 2. დახმარებისათვის მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები; დ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 5🔗. იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე (ფენილკეტონურია) დაავადებული პირების დახმარება 1. ერთჯერად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე (ფენილკეტონურია) დაავადებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში. 2. ბენეფიციარმა (მეურვემ/მზრუნველმა) ქურთის მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ბენეფიციარის დევნილობის მოწმობის ასლი; ე) ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ(ფორმა №100) ვ) ბენეფიციარის (მზრუნველის, მეურვის) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ ანგარიშზე ან მეურვის ანგარიშზე. მუხლი 6🔗. დიალიზის პროგრამით მოსარგებლე პირების დახმარება 1. ერთჯერად 300(სამასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ დიალიზის პროგრამით მოსარგებლე პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში. 2. დიალიზის პროგრამით მოსარგებლე პირმა ქურთის მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის დევნილობის მოწმობის ასლი; დ) ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100) ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ ანგარიშზე. მუხლი 7🔗. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება 1. ერთჯერად 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ: ა) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში; ბ) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში. 2. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა (მეურვემ/მზრუნველმა) ქურთის მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის დევნილობის დამადასტურებელი – მოწმობის ასლი; დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის – პირადობის მოწმობის ასლი; ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ვ) განმცხადებლის, მეურვის/მზრუნველის საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ ანგარიშზე ან მეურვის ანგარიშზე. მუხლი 8🔗. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სავარძელეტლებით დახმარება 1. სავარძელ ეტლებს მიიღებენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში და საჭიროებენ სავარძელ ეტლებს. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე: ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც აღნიშნული იქნება, რომ პირს არ შეუძლია სავარძელეტლის გარეშე გადაადგილება. მუხლი 9🔗. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სასმენი აპარატებით დახმარება 1. სასმენ აპარატებს მიიღებენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში და საჭიროებენ სასმენ აპარატებს. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე: ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც აღნიშნული იქნება, რომ პირს ესაჭიროება სასმენი აპარატი, აუდიოსონოგრაფია. მუხლი 10🔗. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება 1. დედ-მამით ობოლ 0-დან 18 წლამდე იძულებით გადადგილებულ ბავშვებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში, დახმარება გაეწევათ ერთჯერდად 200 (ორასი)ლარის ოდენობით. 2. დედ-მამით ობოლ ბავშვის მეურვე/მზრუნველმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი; დ) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილობის მოწმობის ასლი; ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებიდან მეურვის ვინაობის შესახებ; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ მეურვის/მზრუნველის ანგარიშზე. მუხლი 11🔗. სტიქიური მოვლენების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგად დაზარალებული იძულებით გადაადგილებული ოჯახების ერთჯერადი სოციალური დახმარება 1. სტიქიური მოვლენების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგად დაზარალებულ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში, მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 4000 (ოთხი ათასი) ლარისა. 2. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; ე) სტიქიური მოვლენის ან სხვა საგანგებო სიტუაციის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც გაცემულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ (მათ შორის, სახანძრო-სამაშველო სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ორგანოები);  3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. 4. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ხელმძღვანელობს მოქმედი საბაზრო ფასებით. მუხლი 12🔗 . ოპერაციების თანადაფინანსება 1. იმ მოქალაქეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში, ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად დაუფინანსდებათ ოპერაციები. დახმარების ოდენობა განისაზღვრება მოქალაქის ფაქტობრივად გადახდილი თანხის მიხედვით, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ, ოპერაციის ჩატარებიდან არაუგვიანეს 60 დღის ვადაში, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, და, ძმა, მეუღლე); ბ) დახმარების მიმღების (პაციენტის) პირადობის მოწმობისა და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისგან - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების (პაციენტის) 2008 წლის აგვისტოს ომამდე ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ. (იმ შემთხვევაში, თუ დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტით არ დგინდება პირის მუდმივი მაცხოვრებლობის ფაქტი – ქურთის მუნიციპალიტეტში); ე) დახმარების მიმღებმა დამატებით უნდა წარმოადგინოს: მის მიერ გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი, საბოლოო კალკულაცია და მიმართვა (სოციალური მომსახურების სააგენტოდან) -ასეთის არსებობის შემთხვევაში; ვ) ბენეფიციარის ან/და მოსარგებლე პირის საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დახმარების მიმღების ბანკში გახსნილ ანგარიშზე. მუხლი 13🔗. პარკინსონის დაავადების მქონე პირების დახმარება 1. იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ პარკინსონის დაავადება და მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში, ერთჯერადად ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიეცემათ დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით. 2. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე (განმცხადებელი; მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, და, ძმა, მეუღლე); ბ) დახმარების მიმღების (პაციენტი) პირადობის მოწმობისა და იძულებით გადაადგილებული პირის დევნილობის მოწმობის ასლები; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100) ან/და ცნობა შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებიდან (ცნობა გაცემული უნდა იყოს განცხადების წარდგენამდე არაუგვიანეს 3 თვისა); დ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს დახმარების მიმღების ჯანმრთელობის მდგომარეობას; ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისგან-თვითმართველი ერთეულის რწმუნებულიგან, დახმარების მიმღების (პაციენტის) 2008 წლის აგვისტოს ომამდე ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ(იმ შემთხვევაში,თუ დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტით არ დგინდება პირის მუდმივიმაცხოვრობლობის ფაქტი ქურთის მუნიციპალიტეტში); ვ) ბენეფიციარის ან/და მოსარგებლე პირის საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დახმარების მიმღების ბანკში გახსნილ ანგარიშზე. მუხლი 14🔗. ონკოლოგიურ ავადმყოფთა ერთჯერადი სოციალური დახმარება 1. ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები დევნილი ონკოლოგიური ავადმყოფები მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მიმღებმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, და, ძმა, მეუღლე); ბ) დახმარების მიმღების (პაციენტი) პირადობის მოწმობისა და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილობის მოწმობის ასლები; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100) ან/და ცნობა შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებიდან (ცნობა გაცემული უნდა იყოს განცხადების წარდგენამდე არაუგვიანეს 3 თვისა); დ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს დახმარების მიმღების ჯანმრთელობის მდგომარეობას; ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების (პაციენტის) 2008 წლის აგვისტოს ომამდე ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტით არ დგინდება პირის მუდმივი მაცხოვრებლობის ფაქტი ქურთის მუნიციპალიტეტში); ვ) ბენეფიციარის ან/და მოსარგებლე პირის საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დახმარების მიმღების ბანკში გახსნილ ანგარიშზე. მუხლი 15🔗. დევნილთა ოჯახების დახმარება 1. დევნილთა ოჯახებს სურსათის პაკეტით (თითოეულ პაკეტში შევა: ერთი ტომარა 25კგ  ფქვილი, 10 კგ შაქარი და 10 ლიტრი ზეთი). დახმარება გაეწევათ ერთჯერადად. 2. დახმარება გაეწევათ სურსათის პაკეტის ადგილზე მიტანით კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა ოჯახებს. მუხლი 16🔗. ფულადი დახმარება პროდუქტის სანაცვლოდ 1. ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ დევნილ ოჯახებს, რომლებიც არ ცხოვრობენ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში, ერთჯერადად ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ სოციალური პროგრამის ფარგლებში სასურსათო პაკეტის ნაცვლად ფულადი თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით. 2. ფულადი დახმარების მისაღებად დევნილთა ოჯახმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; დ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. თავი II სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება მუხლი 17🔗. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა 1. ქურთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ქურთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პირველადი სტრუქტურული ერთეული. 2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე. 3. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ უშუალოდ, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მეორადი სტრუქტურული ერთეული ამზადებს დასკვნას, ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად. 4. ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მეორადი სტრუქტურული ერთეულის დასკვნა და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათი გაეგზავნება მუნიციპალიტეტის გამგებელს. მუხლი 18🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება გამგებლის ბრძანებით, სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის და ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მეორადი სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე. მუხლი 19🔗. სოციალური დახმარების მიმღები პირი 1. ამ პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების მიმღები პირები არიან ის იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. 2. ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი უნდა დადასტურდეს: ა) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის დამადასტურებელი მოწმობის ასლში ასახული ინფორმაციით; ბ) ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის დასკვნით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საკრებულოს წევრები. მუხლი 20🔗. ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი სამუშაო ჯგუფი 1. ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი სამუშაო ჯგუფი იქმნება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. 2. ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის დამდგენი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან საკრებულოს წევრები, თვითმმართველი ერთეული ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები და გამგეობის სხვა თანამშრომელები. 3. სამუშაო ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად, ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. 5. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს და უძღვება მის სხდომებს. 6. სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი, რომლის შედგენაზე პასუხისმგებელია მდივანი. 7. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოადგილე უძღვება სამუშაო ჯგუფის სხდომის მუშაობას. 8. ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის დამდგენი სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) სამუშაო ჯგუფის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციით, რომელიც საქმესთან არსებით კავშირშია; გ) მინიმუმ ორი მოწმის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება ან ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის დამდგენი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება, რომლითაც დასტურდება იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი. 9. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიიღება დასკვნა. მუხლი 21🔗 ამ წესის 1-ლი, მე-3, მე-4 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარება გაიცეს აგრეთვე იმ ბენეფიციარებზე, რომლებიც დახმარების მიმღებნი გახდნენ 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.