1. წვრილმასშტაბიანი საავიაციო რუკაზე გამოიყენება კონფორმული (ტოლკუთხა) პროექცია.
2. ჩარჩოში მიეთითება პროექციის დასახელება და ძირითადი პარამეტრები.
3. პარალელები დაიტანება 10-იანი ინტერვალებით.
4. პარალელების გრადუირება ხორციელდება უმნიშვნელო ინტერვალებით, განედის და რუკის მასშტაბის შესაბამისად.
5. მერიდიანების დატანა ხდება განედის და რუკის მასშტაბის შესაბამისი ინტერვალებით.
6. მერიდიანის გრადუირება ხორციელდება არაუმეტეს 5′-იანი ინტერვალებით.
7. გრადუირების ნიშნების დატანა ხორციელდება გრინვიჩის მერიდიანის და ეკვატორის საწინააღმდეგო მხარეს.
8. ყველა გამოსახული მერიდიანი და პარალელი ინომრება რუკის ჩარჩოს გარეთ. გარდა ამისა, აუცილებლობისას, მერიდიანები და პარალელები ინომრება რუკის ველში ისე, რომ ადვილი შესამჩნევი იყოს დაკეცილ რუკაზ