1. აეროდრომები, ჰიდროაეროდრომები, ვერტოდრომები და მათი დასახელება მიეთითება იმ მოცულობით, რომ არ გადაიტვირთოს რუკა. ამასთან, აღნიშვნისას უპირატესობა ენიჭება სააერნაოსნო თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანს.
2. წვრილმასშტაბიან საავიაციო რუკაზე მიეთითება დაბრკოლებები.
3. აკრძალული, ფრენებისთვის შეზღუდული და სახიფათო არეები უნდა მიეთითოს იმ შემთხვევაში, თუ იგი მნიშვნელოვანია სააერნაოსნო თვალსაზრისით.
4. საჰაერო მოძრაობის მომსახურების სისტემის ელემენტები უნდა მიეთითოს იმ შემთხვევაში, თუ ის მნიშვნელოვანია სააერნაოსნო თვალსაზრისით.
5. საჰაერო თავდაცვის ამოსაცნობი არე (ADIZ) დაიტანება და აღინიშნება სათანადოდ, აუცილებლობისას.
შენიშვნა 1: საჰაერო თავდაცვის ამოსაცნობი არეს (ADIZ) პროცედურების აღწერა შეიძლება შევიდეს რუკის პირობით აღნიშვნებში;
შენიშვნა 2: რუკაზე შეიძლება აღინიშნოს სანავიგაციო საშუალებები, შესაბამისი პირობითი ნიშნებით და მათი დასახელება;
შენიშვნა 3: რუკაზე რადიოსანაოსნო საშუალებები შეიძლება აღინიშნოს შესაბამისი პირობითი ნიშნით და დასახელებით.
თავი XX
კურსის გაყვანის რუკ