1. გამოყენებული უნდა იყოს კონფორმული პროექცია, რომელზეც სწორი ხაზი დაახლოებით შეესაბამება დიდ წრეს.
2. კურსის გაყვანის რუკაზე დაიტანება პარალელები და მერიდიანები.
3. ინტერვალები უნდა შეირჩეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს კურსის გაყვანა მინიმალურ დროში და მინიმალური ძალისხმევით.
4. გრადუირების ნიშნები დაიტანება თანაბარი ინტერვალებით, პარალელებისა და მერიდიანების შესაბამისი ნომრების გასწვრივ. შერჩეული ინტერვალით, რუკის მასშტაბის მიუხედავად, მინიმუმდეა დაყვანილი ინტერპოლირება (ჩანართი) კურსის ზუსტი გაყვანისთვის.
5. პარალელებისა და მერიდიანების ნუმერაცია უნდა მოხდეს ისე, რომ რუკის ველში ციფრები მეორდებოდეს, სულ მცირე, ყოველ 15 სმ-ში (6 დუიმი)