1. კურსის გაყვანის რუკაზე დაიტანება ყველა ღია წყლის სივრცის, დიდი ტბების და მდინარეების საერთო სანაპირო ხაზი.
2. კურსის გაყვანის რუკაზე აღინიშნება რელიეფის ცალკეული მაღლივი ნიშნულები, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს აერნაოსნობისთვის.
3. კურსის გაყვანის რუკაზე განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს რელიეფის ზედაპირის ყველაზე სახიფათო ან თვალშისაცემი, შვერილი ელემენტები.
შენიშვნა: რუკაზე შეიძლება აღინიშნოს დიდი ქალაქები და დასახლებები