1. გამოსახვისთვის წარდგენილი ინფორმაცია იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) ძირითადი ინფორმაცია, რომელიც მუდმივად არის გამოსახული ეკრანზე და მოიცავს მინიმალური მოცულობის ინფორმაციას, რომელიც საჭიროა უსაფრთხო ფრენების წარმოებისთვის, და
ბ) სხვა ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ამოღებული იყოს ეკრანიდან ან გამოისახოს ცალკე მოთხოვნის მიხედვით და მოიცავს ინფორმაციას, რომელიც არ ითვლება მნიშვნელოვნად ფრენების უსაფრთხო წარმოებისთვის.
2. გათვალისწინებულია სხვა გამოსახატავი ინფორმაციის დამატების ან ამოღების მარტივი ფუნქცია, მაგრამ არ არის გათვალისწინებული ძირითადი გამოსახული ინფორმაციის ამოღების შესაძლებლობა.
3. ელექტრონული საავიაციო რუკის ეკრანს შეუძლია მუდმივად გამოსახოს საჰაერო ხომალდის ადგილმდებარეობა მოძრაობის რეჟიმში, როდესაც მოსაზღვრე რაიონის რუკის დაბრუნება და გენერაცია ხდება ავტომატურად.
შენიშვნა: შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს სხვა რეჟიმები, როგორიცაა რუკის სტატიკური გამოსახვა.
4. არსებობს რაიონის რუკის და საჰაერო ხომალდის ადგილმდებარეობის ხელით შეცვლის შესაძლებლობა, ეკრანის გვერდების მიმართ.
5. შესაძლებელია რუკის მასშტაბის ცვლილება.
6. გამოყენებული პირობითი ნიშნები შეესაბამება ამ წესის №2 დანართით (რუკების პირობითი ნიშნები) დადგენილ პირობით ნიშნებს ელექტრონული რუკებისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სასურველია იმ ელემენტის გამოსახვა, რომლის პირობითი ნიშანიც გათვალისწინებული არ არის ICAO-ს რუკებზე. ამ შემთხვევაში, ელექტრონულ რუკაზე შეირჩევა პირობითი ნიშანი, რომელიც:
ა) ითვალისწინებს ხაზების, რკალების და რაიონის შევსების მინიმალური რაოდენობით გამოყენებას;
ბ) არ იწვევს გაურკვევლობას, რუკების სხვა პირობით ნიშნებთან მიმართებით;
გ) არ აუარესებს გამოსახვის ხარისხს.
შენიშვნა: გამოსახული მონაცემების რეზოლუციის შესაბამისად, შეიძლება დაემატოს დეტალები ყოველ პირობით ნიშანთან მიმართებით, მაგრამ ნებისმიერმა დამატებამ გავლენა არ უნდა იქონიოს მითითებული პირობითი ნიშნის ამოცნობაზე.
7. რუკის წარდგენის ეფექტური ზომა საკმარისია ამ წესის 171-ე მუხლის 2-ე პუნქტით მითითებული ინფორმაციის გამოსახვის მიზნით ეკრანის გადაჭარბებული „გაშლის“ გარეშე.
8. ეკრანის შესაძლებლობები უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს ამ წესის №2 დანართის (რუკების პირობითი ნიშნები) შესაბამისი ელემენტების ზუსტი გამოსახვის თვალსაზრისით.
9. ეკრანზე გამოსახვის მეთოდით უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამოსახული ინფორმაციის მკაფიოდ დანახვა (აღქმა), ეკიპაჟის კაბინის ხელოვნური და ბუნებრივი განათების პირობებში.
10. ეკრანზე გამოსახულების სიკაშკაშის რეგულირება შეიძლება საფრენოსნო ეკიპაჟის მიე