1. ეკრანზე გამოსახვის მიზნით, მონაცემების წარდგენა და განახლება შეესაბამება სააერნაოსნო მონაცემების ხარისხის სისტემის მოთხოვნებს.
2. ეკრანზე შეიძლება ავტომატურად მოხდეს არსებული მონაცემების სანქცირებული განახლება. გათვალისწინებულია ეკრანზე სანქცირებული მონაცემების და ამ მონაცემების ყველა შესაბამისი განახლების სწორი გამოსახვის ზომები.
3. ეკრანზე ასევე შეიძლება სანქცირებული მონაცემების განახლების მიღება, რომელიც ხორციელდება მექანიკური საშუალებით (ხელით), ამ მონაცემების საბოლოოდ მიღებამდე, მათი მარტივი მეთოდებით შემოწმების გზით. ხელით შეყვანილი განახლებული მონაცემები განსხვავდება ეკრანზე გამოსახული სანქცირებული ინფორმაციისა და მისი განახლებისგან და გავლენას არ ახდენს გამოსახულების ხარისხზე.
4. რეგისტრირდება ყოველი განახლება, გამოყენების თარიღებისა და დროის მითითებით.
5. ეკრანი შესაძლებლობას აძლევს საფრენოსნო ეკიპაჟს გამოსახოს განახლება, რათა ეკიპაჟმა განიხილოს მისი შინაარსი და დარწმუნდეს, რომ იგი შეტანილია სისტემაშ