1. კურსის გაყვანის რუკაზე მიეთითება შემდეგი ჰაერსანაოსნო მონაცემები:
ა) აეროდრომები, რომლებიც რეგულარულად გამოიყენება საერთაშორისო კომერციული საჰაერო ტრანსპორტის მიერ და მათი დასახელება;
ბ) ცალკეული სანავიგაციო საშუალება, საჰაერო ხომალდების ადგილმდებარეობის განსასაზღვრავად და მათი დასახელება და აღნიშვნა;
გ) შორი მოქმედების ელექტრონული სააერნაოსნო საშუალებების კოორდინატები, აუცილებლობისას;
დ) საფრენოსნო ინფორმაციის რაიონების, სამეთვალყურეო რაიონების და სამეთვალყურეო არეების საზღვრები, რომელიც აუცილებელია რუკის გამოსაყენებლად;
ე) დადგენილი შეტყობინებათა გადაცემის პუნქტები, რომელიც აუცილებელია რუკის გამოსაყენებლად;
ვ) საზღვაო სახომალდე მეტეოროლოგიური სადგურები.
შენიშვნა: კურსის გაყვანის რუკაზე შეიძლება სხვა სააერნაოსნო მონაცემების დატანა, თუ აღნიშნული არ გამოიწვევს ძირითადი ინფორმაციის წაკითხვას.
2. სხვა სააერნაოსნო საშუალებების არარსებობისას, უნდა აღინიშნოს სახმელეთო სააერნაოსნო სანათები და საზღვაო სანათები, რომელიც გამოიყენება აერნაოსნობისთვის.
თავი XXI
ელექტრონული საავიაციო რუკის გამოსახულე