1.   წვრილმასშტაბიან საავიაციო რუკაზე, მინიმუმ, სრულად უნდა აღინიშნოს დედამიწის ძირითადი  კონტინენტები.

შენიშვნა 1: ამ სერიის რუკის ფურცლის ჩარჩოების განლაგება მოცემულია ICAO Dос 8697-ში (საავიაციო რუკების სახელმძღვანელო).

შენიშვნა 2: ფურცლის ზომა შეიძლება შეესაბამებოდეს საბეჭდი მანქანის მაქსიმალურ ზომას, რომელიც გააჩნია რუკის გამომცემ სააგენტოს.

2. წვრილმასშტაბიანი საავიაციო რუკის მასშტაბი შეირჩევა 1:2 000 000-დან 1:5 000 000-მდე საზღვრებში.

3. წვრილმასშტაბიანი საავიაციო რუკის დასახელებაში მიეთითება რიცხობრივი მასშტაბი, ნაცვლად სიტყვებისა „წვრილი მასშტაბი“.

4. რუკის ჩარჩოში მიეთითება ხაზოვანი მასშტაბი კილომეტრებსა და საზ. მილებში, შემდეგი თანმიმდევრობით, კილომეტრები, საზღვაო მილები, ამასთან, მათი ნულოვანი მნიშვნელობა უნდა განთავსდეს ერთ ვერტიკალურ ხაზზე.

5. ხაზოვანი მასშტაბის სიგრძე არ უნდა იყოს 200 მმ-ზე (8 დუიმზე) ნაკლები.

6.  ჩარჩოში მიეთითება საზომი ერთეულების გადაყვანის ცხრილი (მეტრი/ფუტი