1. საავიაციო რუკაზე მასშტაბით 1:500 000 გამოიყენება კონფორმული (ტოლკუთხა) პროექცია.

2. გამოყენებული უნდა იყოს 1:1 000 000 მასშტაბის მსოფლიო საავიაციო რუკის  პროექცია.

3.   პარალელები დაიტანება 30′-იანი ინტერვალებით.

4. მერიდიანები, როგორც წესი, დაიტანება 30′-იანი ინტერვალით.

შენიშვნა: მაღალ განედებში ნებადართულია ინტერვალების გაზრდა.

5. გრადუირების ნიშნები მთელი გრადუსის მნიშვნელობით, 1′-იანი ინტერვალით დაიტანება ყოველი მერიდიანის და პარალელის გასწვრივ და მიმართულია გრინვიჩის მერიდიანის და ეკვატორის საწინააღმდეგო მხარეს. გრადუირების ნიშნები 10′-იანი ინტერვალით დაიტანება კარტოგრაფიული ბადის ორივე მხარეს.

6. 1′-იანი ინტერვალის შემთხვევაში გრადუირების ნიშნების სიგრძე  უნდა იყოს დაახლოებით 1.3 მმ-ის (0,05 დუიმის) ტოლი,  5′-იანი ინტერვალის – 2 მმ-ის (0.08 დუიმის) და 10′-იანი ინტერვალის – 2 მმ-ის (0.08 დუიმის) ტოლი, კარტოგრაფიული ბადის ორივე მხარეს.

7.  ყველა მერიდიანი და პარალელი ინომრება რუკის ჩარჩოს შიდა მხარეს.

8.  ყოველი მერიდიანის და ყოველი პარალელის დანომვრა უნდა განხორციელდეს რუკის ველში, თუ ეს მონაცემები საჭიროა საექსპლუატაციო მიზნებისთვის.

9. საავიაციო რუკის ჩარჩოში მიეთითება პროექციის დასახელება და ძირითადი პარამეტრებ