1. საავიაციო რუკის მასშტაბით 1:500 000 დასახელება და ჩარჩოს მიღმა განმარტება მოიცემა ინგლისურ ენაზე.
2. მოსაზღვრე ფურცლების ნომენკლატურის და საზომი ერთეულების შესახებ მონაცემები შემაღლების გამოსახატავად, უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ კარგად ჩანდეს რუკის დაკეცილ ფურცელზე.
3. რუკა უნდა დაიკეცოს შემდეგნაირად: გადაიკეცოს რუკა მთავარ ღერძზე, დაახლოებით საშუალო პარალელზე, პირისახით გარეთ, რუკის ქვედა ნახევარის პირისახის ზემოთ განთავსებით; დაიკეცოს შიგნით, მერიდიანზე და ორივე ნახევარი დაიკეცოს გარმონისებურად.
4. ამ მასშტაბის რუკის ფურცლის ზომა, შეძლებისდაგვარად უნდა იყოს 1:1 000 000 მასშტაბის მსოფლიო საავიაციო რუკის ფურცლის 1/4. რუკის წინა და უკანა მხარეს უნდა განთავსდეს მოსაზღვრე ფურცლის ჩარჩოების განთავსების სტანდარტული სქემა, რომელიც ასახავს ურთიერთკავშირს რუკის ორ სერიას შორის.
შენიშვნა: ფურცლის ჩარჩოები შეიძლება იყოს სხვადასხვა, კონკრეტულ მოთხოვნებზე დამოკიდებულებით.
5. რუკაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამოსახული რაიონის გადაფარვა, მისი გაგრძელებით ფურცლის ზედა და მარჯვენა მხარეს რუკის ფურცლის ჩარჩოს ფარგლებს მიღმა. გადაფარვის ზოლებზე უნდა გამოისახოს ყველა სააერნაოსნო, ტოპოგრაფიული და გეოგრაფიული მონაცემები, ასევე ინფორმაცია ხელოვნური ნაგებობების შესახებ. გადაფარვის ზოლებმა, შეძლებისდაგვარად უნდა მოიცვას 15 კმ-მდე (8 საზ. მილამდე) მონაკვეთი და ნებისმიერ შემთხვევაში მოიცვას უბანი ყოველი რუკის შემზღუდავი პარალელებისა და მერიდიანებიდან მის შიდა ჩარჩომდ