საავიაციო რუკა მასშტაბით 1:500 000 მოიცავს საჭირო ინფორმაციას, ვიზუალური აერნაოსნობის მოთხოვნების დასაცავად, დაბალი სიჩქარით ფრენისას, მოკლე ან საშუალო მანძილებზე, დაბალ და საშუალო სიმაღლეებზე.

შენიშვნა 1: აღნიშნული რუკა შეიძლება ასევე გამოყენებულ იყოს:

ა) როგორც ძირითადი საავიაციო რუკა;

ბ) საფრენოსნო-საშტურმანო შემადგენლობის ზოგადი მომზადებისთვის;

გ) როგორც განსაკუთრებულად სპეციალიზებული რუკების დამატება, რომელიც არ მოიცავს არსებით ვიზუალურ ინფორმაციას;

დ) ფრენების დასაგეგმად.

შენიშვნა 2: იგულისხმება, რომ ეს რუკები შემუშავდება სახმელეთო რაიონებისთვის, სადაც ასეთი მასშტაბის რუკები საჭიროა უშუალოდ სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ვიზუალური ფრენებისთვის ან წარმოადგენენ აერნაოსნობის უზრუნველყოფის სხვა საშუალების დამატება