1. მსოფლიო საავიაციო რუკის დასახელება და ჩარჩოს მიღმა ჩანართები მოცემული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.
შენიშვნა: ICAO-ს სამუშაო ენის გარდა, რუკა შეიძლება გამოიცეს გამომცემი ქვეყნის ენაზეც.
2. ინფორმაცია მოსაზღვრე ფურცლების ნომრებისა და შემაღლებების ამსახველი საზომი ერთეულის შესახებ უნდა განთავსდეს ისე, რომ კარგად ჩანდეს დაკეცილ ფურცელზეც.
3. რუკა უნდა დაიკეცოს შემდეგნაირად: გადაიკეცოს რუკა მთავარ ღერძზე, დაახლოებით საშუალო პარალელზე, პირისახით გარეთ, რუკის ქვედა ნახევარის პირისახის ზემოთ განთავსებით; დაიკეცოს იგი შიგნით მერიდიანზე და ორივე ნახევარი დაიკეცოს გარმონისებურად.
4. ფურცლის ჩარჩოები, შეძლებისდაგვარად, უნდა შეესაბამებოდეს რუკის ჩარჩოების სტანდარტულ განლაგებას, რომელიც მოცემულია ამ წესის №5 დანართში (მსოფლიო საავიაციო რუკა მასშტაბით 1:1 000 000).
შენიშვნა 1: განსაკუთრებულ შემთხვევებში, გამოსახული რაიონის ფურცლის ჩარჩოები შეიძლება არ შეესაბამებოდეს მითითებულ ჩარჩოებს.
შენიშვნა 2: შესაძლებელია 1:1000 0000 მასშტაბის რუკის და მსოფლიო საერთაშორისო რუკის შესაბამისი ფურცლისთვის საერთო ჩარჩოში მოქცევა, თუ დაცული იქნება სააერნაოსნო მოთხოვნები.
5. მსოფლიო საავიაციო რუკაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამოსახული რაიონის გადაფარვა, მისი გაგრძელებით ფურცლის ზედა და მარჯვენა მხარეს რუკის ფურცლის ჩარჩოს ფარგლებს მიღმა. გადაფარვის ზოლებზე უნდა გამოისახოს ყველა სააერნაოსნო, ტოპოგრაფიული და გეოგრაფიული მონაცემები, ასევე ინფორმაცია ხელოვნური ნაგებობების შესახებ. გადაფარვის ზოლებმა, შეძლებისდაგვარად, უნდა მოიცვას 28 კმ-მდე (15 საზ. მილამდე) მონაკვეთი და ნებისმიერ შემთხვევაში, მოიცვას უბანი ყოველი რუკის შემზღუდავი პარალელებისა და მერიდიანებიდან მის შიდა ჩარჩომდ