1. მსოფლიო საავიაციო რუკა მასშტაბით 1:1 000 000, იქმნება ამ წესის №5 დანართში (მსოფლიო საავიაციო რუკა მასშტაბით 1:1 000 000) მითითებულ ყველა რაიონისთვის.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, როდესაც საექსპლუატაციო ან კარტოგრაფიული თვალსაზრისით ცხადია, რომ საექსპლუატაციო მოთხოვნების დაცვა შესაძლებელია საავიაციო რუკით მასშტაბით 1:500 000 ან წვრილმასშტაბიანი საავიაციო რუკით, ამ რუკებიდან თითოეული შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც ძირითადი რუკა, მასშტაბით 1:1 000 000 ნაცვლად.
2. მიწის ზედაპირის ყველა რაიონის სრულად გამოსახვის მიზნით და 1:1 000 000 მასშტაბის რუკების კოორდინირებული სერიის თანმიმდევრობითი შეცვლა სხვა მასშტაბით უნდა განხორციელდეს რეგიონული შეთანხმების საფუძველზ