საჰაერო ხომალდების სადგომების/სადგომებზე დაყენების რუკაზე, აეროდრომის/ვერტოდრომის რუკაზე  და სახმელეთო სააეროდრომო მოძრაობის რუკაზე  მოცემული ინფორმაციის ანალოგიურად, მიეთითება ინფორმაცია რუკაზე გამოსახული არეს შესახებ, მათ შორის:

ა) ბაქნის შემაღლება, უახლოეს მეტრამდე ან ფუტამდე სიზუსტით;

ბ) ბაქნები საჰაერო ხომალდების სადგომებით და, შესაბამის შემთხვევებში, მზიდი შესაძლებლობა ან შეზღუდვები საჰაერო ხომალდების ტიპების მიხედვით, შუქსასიგნალო საშუალებები, მარკირება და ვიზუალური დამიზნების და მართვის სხვა საშუალებები, მათ შორის სადგომზე ვიზუალური დაყენების სისტემის ადგილმდებარეობა და ტიპი;

გ) სადგომების გეოგრაფიული კოორდინატები გრადუსებში, წუთებში, წამებსა და მეასედ წამებში;

დ) სამიმოსვლო ბილიკებზე შესასვლელები აღნიშვნებით, მათ შორის, მოსაცდელი ადგილი ადზ-თან და, თუ დადგენილია, მოცდის შუალედური ადგილები, ასევე „სტოპ“ ხაზის სანათები;

ე) სახიფათო მონაკვეთის ადგილმდებარეობა, დამატებითი ინფორმაციის სათანადო დატანით, თუ დადგენილია ასეთი უბნები;

შენიშვნა: დამატებითი ინფორმაცია სახიფათო მონაკვეთის  შესახებ შეიძლება მოცემული იყოს ცხრილის სახით რუკის წინა ან უკანა მხარეს.

ვ) შესაბამისი სბ-ს ღერძულა ხაზის გეოგრაფიული კოორდინატები გრადუსებში, წუთებში, წამებსა და მეასედ წამებში;

ზ) საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების საზღვრები;

თ) კავშირის შესაბამისი საშუალებები, არხების მითითებით და, აუცილებლობისას, დაერთების მისამართებით;

ი) დაბრკოლებები მიმოსვლისთვის;

კ) საჰაერო ხომალდების მომსახურების მოედნები და აღჭურვილობები, რომელიც განკუთვნილია საექსპლუატაციო მიზნებისთვის;

ლ) VОR-ის შემოწმების პუნქტი და აღნიშნული საშუალების რადიოსიხშირე;

მ) გარკვევით აღინიშნება გამოსახატავი სამუშაო მოედნის ნებისმიერი ნაწილი, რომელიც მუდმივად გამოუსადეგარია საჰაერო ხომალდების მიერ გამოსაყენებლად.
თავი XVII
მსოფლიო საავიაციო რუკა, მასშტაბით 1:1 000 0