1.  მსოფლიო საავიაციო რუკაზე გამოიყენება შემდეგი პროექციები:

ა) ეკვატორსა და 80°-იან განედს შორის: ლამბერტის კონფორმული კონუსური პროექცია, ცალკეული ზოლების სახით, რუკის თითოეული გრძედის  სვეტისთვის. სტანდარტული პარალელები ყოველ 4°-იან ზოლში განთავსდება ჩრდილო პარალელიდან 40′-ით სამხერთით და სამხრეთ პარალელიდან 40′-ით ჩრდილოეთით;

ბ) 80°-დან 90°-მდე განედებს შორის: პოლარული სტერეოგრაფიული პროექცია, ლამბერტის კონფორმული კონუსური პროექციის მასშტაბის შესაბამისად 80°-იან განედზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ჩრდილო ნახევარსფეროში ლამბერტის კონფორმული კონუსური პროექცია შეიძლება გამოყენებული იყოს 80°-დან 84°-მდე განედებზე, ხოლო 84°-დან 90°-მდე განედებზე – პოლარული სტერეომეტრული პროექცია, რომლის მასშტაბი შესაბამისი იქნება ჩრდილო განედის 84°-იან პარალელის მასშტაბის.

2. კარტოგრაფიული ბადის გრადუირება ხორციელდება შემდეგნაირად:

ა) პარალელები:

ა.ა) განედი/მანძილი პარალელებს შორის/პარალელების გრადუირება 0–72º/30′/1′, 72–84º/30′/5′, 89–90º/30′/1º, 84–89º/30′/5º (მხოლოდ 720-დან 890-მდე პარალელებზე);

ბ) მერიდიანები:

ბ.ა) განედი/მანძილი მერიდიანებს შორის/მერიდიანების გრადუირება 0–52º/30′/1′, 52–72º/30′/1′  (მხოლოდ ლუწ მერიდიანებზე), 72–84º/1º/1′, 84–89º/5º/1′, 89–90º/15º/1′ (მხოლოდ ყოველ მეოთხე მერიდიანზე).

3. გრადუირების ნიშნები 1′ და 5′ ინტერვალით მიმართულია გრინვიჩის მერიდიანის და ეკვატორის საწინააღმდეგო მხარეს. გრადუირების ნიშნები 10′ ინტერვალით დაიტანება კარტოგრაფიული ბადის ორივე მხარეს.

4.  1′-იანი ინტერვალის შემთხვევაში გრადუირების ნიშნების სიგრძე  უნდა იყოს დაახლოებით 1.3 მმ-ის (0,05 დუიმის) ტოლი,  5′-იანი ინტერვალის – 2 მმ-ის (0.08 დუიმის) და 10′-იანი ინტერვალის – 2 მმ-ის (0.08 დუიმის) ტოლი, კარტოგრაფიული ბადის ორივე მხარეს.

5. ყველა გამოსახული მერიდიანი და პარალელი ინომრება რუკის ჩარჩოს შიგნით. გარდა ამისა, ყოველი პარალელი ინომრება რუკის ველში ისე, რომ ადვილი შესამჩნევი იყოს დაკეცილ რუკაზე.

შენიშვნა: მერიდიანების დანომვრა შეიძლება განხორციელდეს რუკის ველში.

6. რუკის ჩარჩოში მიეთითება პროექციის დასახელება და ძირითადი პარამეტრებ