1. მსოფლიო საავიაციო რუკაზე დაიტანება მინიმალურად აუცილებელი სააერნაოსნო მონაცემები, ვიზუალური ფრენებისთვის რუკის გამოყენების შესაბამისად და განახლების პერიოდულობის გათვალისწინებით.

2. აეროდრომები, ჰიდროაეროდრომები, ვერტოდრომები და მათი დასახელება მიეთითება იმ მოცულობით, რომ არ გადაიტვირთოს რუკა. ამასთან, აღნიშვნისას უპირატესობა ენიჭება სააერნაოსნო თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანს.

3.  რუკაზე გამოისახება აეროდრომის შემაღლება, მისი შუქსასიგნალო სისტემა, ადზ-ის ზედაპირის ტიპი და ყველაზე გრძელი ადზ-ის ან აეროდრომის საფრენი ზოლის სიგრძე ყოველი აეროდრომისთვის, ამ წესის №2 დანართში (რუკების პირობითი ნიშნები) მოცემული ინფორმაციის შესაბამისად, იმ პირობით, რომ ეს მონაცემები არ გამოიწვევს აღნიშნული რუკის გადატვირთვას.

4. რუკაზე გამოისახება და აღინიშნება „დახურული“ აეროდრომები, რომლებიც ჰაერიდან კვლავინდებურად შეიძლება მიჩნეული იყოს აეროდრომად.

5.  რუკაზე მიეთითება დაბრკოლებები.

შენიშვნა: ხმელეთის ზედაპირიდან 100 მ-ის (300 ფუტის) ან მეტი სიმაღლის ობიექტები ჩვეულებრივ მიიჩნევა დაბრკოლებებად.

6. იმ შემთხვევაში, როდესაც ვიზუალური ფრენებისთვის ეს მნიშვნელოვანია, უნდა მიეთითოს მსხვილი ელექტროგადამცემი ხაზები, სტაციონარული საბაგირო გზები და ქარის ტურბინები, რომლებიც წარმოადგენენ დაბრკოლებას.

7. რუკაზე მიეთითება აკრძალული, ფრენებისთვის  შეზღუდული და სახიფათო არეები.

8. რუკაზე მიეთითება საჰაერო მოძრაობის მომსახურების მნიშვნელოვანი ელემენტები, მათ შორის, სადაც ეს შესაძლებელია, სამეთვალყურეო არე, სააეროდრომო მოძრაობის არე, სამეთვალყურეო რაიონი, საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი და საჰაერო სივრცის სხვა სახეები, სადაც ფრენა ხორციელდება ვიზუალური ფრენის წესებით და ამასთან, მიეთითება საჰაერო სივრცის შესაბამისი კლასი.

9. საჰაერო თავდაცვის ამოსაცნობი არე (ADIZ) დაიტანება და სათანადოდ აღინიშნება იქ, სადაც ეს აუცილებელია.

შენიშვნა: საჰაერო თავდაცვის ამოსაცნობი არეს (ADIZ) პროცედურების აღწერა შეიძლება შევიდეს რუკის პირობით აღნიშვნებში.

10.  რუკაზე მიეთითება სანავიგაციო საშუალება, რომელიც აღინიშნება შესაბამისი პირობითი ნიშნით და მიეთითება მისი დასახელება, სიხშირის, კოდირების ინდექსის, სამუშაო საათების და სხვა მახასიათებლების მითითების გარეშე, თუკი რუკაზე დატანილი მთლიანი ან ნაწილობრივი ინფორმაციის განახლება არ ხორციელდება ახალი რუკის გამოცემის გზით.

11. რუკაზე აღინიშნება სახმელეთო სააერნაოსნო სანათები, მათი მახასიათებლების ან აღნიშვნების ან ორივეს მითითებით.

12. რუკაზე აღინიშნება საზღვაო სანათები, სანაპირო ხაზზე ან ცალკეულ ობიექტებზე, არანაკლებ 28 კმ (15 საზ. მილი) ხილვადობის სიშორით, თუ:

ა) ისინი არანაკლებ შესამჩნევია, ვიდრე უფრო მძლავრი საზღვაო სანათები ამ რაიონში;

ბ) მათი გარჩევა ადვილია განსხვავებული ტიპის სხვა საზღვაო სანათებისგან, სანაპირო განაშენიანების რაიონის სიახლოვეს;

გ)  წარმოადგენენ განათების ერთადერთ საშუალებას.
თავი XVIII
საავიაციო რუკა მასშტაბით 1:500 00