1. ქალაქების, დასახლებების და სოფლების შერჩევა რუკაზე აღსანიშნავად, დამოკიდებულია მათ შედარებით მნიშვნელოვნებაზე ვიზუალური აერნაოსნობისთვის.

2. ქალაქები და დასახლებები უნდა აღინიშნოს მათი განაშენიანების რაიონის საზღვრების მიხედვით და არა დადგენილი საქალაქო საზღვრების მიხედვით.

3. რუკაზე აღინიშნება ყველა სარკინიგზო ხაზი, რომელიც წარმოადგენს დამახასიათებელ სახმელეთო ორიენტირს.

შენიშვნა 1: მჭიდრო სარკინიგზო ქსელის მქონე რაიონებში ზოგიერთი მათგანი შეიძლება არ აღინიშნოს რუკაზე, რუკის წაკითხვის გაიოლების ინტერესებიდან გამომდინარე;

შენიშვნა 2: თუ არის ადგილი, შეიძლება მიეთითოს სარკინიგზო ხაზის დასახელება.

4. რუკაზე უნდა აღინიშნოს მნიშვნელოვანი გვირაბები.

შენიშვნა: აუცილებლობისას, შეიძლება განმარტებითი ჩანაწერის გაკეთება.

5. საგზაო ქსელი რუკაზე აღინიშნება  საკმაოდ დაწვრილებით, რათა ჰაერიდან შესამჩნევი იყოს მათი განლაგების არსებითი თავისებურებები.

6. განაშენიანების რაიონებში არ უნდა აღინიშნოს გზები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შესაძლოა მათი შემჩნევა ჰაერიდან, როგორც დამახასიათებელი ორიენტირის.

შენიშვნა: რუკაზე შეიძლება მიეთითოს მნიშვნელოვანი გზატკეცილის ნომერი ან დასახელება.

7. რუკაზე უნდა აღინიშნოს ბუნებრივი და ხელოვნური სახმელეთო ორიენტირები, მაგალითად ხიდები, მსხვილი ელექტროგადამცემი ხაზები, სტაციონარული ფუნიკულიორები, ქარის ტურბინები, მთამადნეულის ნაგებობები, ფორტები, ნანგრევები, ჯებირები, მილსადენები, კლდეები, ციცაბო ფერდობები, ქვიშის დიუნები,  ცალკე მდგომი შუქურები და მცურავი შუქურები, როდესაც ისინი წარმოადგენენ მნიშვნელოვან ორიენტირებს ვიზუალური აერნაოსნობისთვის.

შენიშვნა: სახმელეთო ორიენტირებს შეიძლება თან ახლდეს განმარტებითი წარწერა.

8. რუკაზე აღინიშნება სახელმწიფო  საზღვრები. გაუმიჯნავ და დაუდგენელ საზღვრებს თან ახლავს განმარტება.

9. რუკაზე, მასშტაბის შესაბამისად, დაიტანება ჰიდროგრაფიული ელემენტები, მათ შორის სანაპირო ხაზები, ტბები, მდინარეები და ნაკადულები (მათ შორის - დამშრალი), მარილიანი ტბები, მყინვარები და ყინულოვანი საფარი.

10. წყლის დიდი სივრცეები უნდა შეფერადდეს ძალიან ნათელი ტონით.

შენიშვნა:  სანაპირო ხაზები შეიძლება გამოიყოს შედარებით მუქი ტონის წვრილი ზოლით.

11. რიფები და წყალმარჩხი ადგილები, მათ შორის წყალქვეშა კლდოვანი სანაპირო ფერდობები, ცალკეული კლდეები, ქვიშიანი, კენჭიანი, ქვიანი და სხვა მსგავსი უბნები უნდა აღინიშნოს პირობითი ნიშნებით, თუ მათ არსებითი მნიშვნელობა გააჩნიათ აღნიშნული არეს დასახასიათებლად.

შენიშვნა: კლდეთა ჯგუფი შეიძლება აღინიშნოს კლდის დამახასიათებელი რამდენიმე პირობითი ნიშნით, შესაბამისი რაიონის ფარგლებში.

12. რუკაზე დაიტანება ჰორიზონტალები. იზოხაზების ინტერვალების შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს რელიეფის ზედაპირის გარკვევით გამოსახვა სააერნაოსნო მოთხოვნების გათვალისწინებით.

13. რუკაზე მიეთითება იზოხაზების სიდიდეები.

14. ტონალური ჰიფსომეტრიული შეფერადების გამოყენებისას, რუკაზე მიეთითება სიმაღლეების ტონალური ჰიფსომეტრიული სკალა.

15.  ჩარჩოში მიეთითება რუკაზე გამოყენებული სიმაღლეების ტონალური ჰიფსომეტრიული შეფერადება.

16. ცალკეული კრიტიკული წერტილები აღინიშნება მაღლივი ნიშნულებით. შერჩეული შემაღლებები ყოველთვის წარმოადგენენ უდიდესს გარემომცველი ტერიტორიის ფარგლებში და, როგორც წესი, მიეკუთვნება პიკის, ქედის და ა.შ. უმაღლეს მწვერვალს. რუკაზე ასევე აღინიშნება შემაღლებები ხეობებში და ტბების ზედაპირების დონეები, რომლებსაც გააჩნიათ განსაკუთრებული მნიშვნელობა ვიზუალური აერნაოსნობისთვის. ყოველი ცალკეული შემაღლების ადგილმდებარეობა აღინიშნება წერტილით.

17. ჩარჩოში მიეთითება რუკის უმაღლესი წერტილის შემაღლება  (მეტრებში ან ფუტებში) და მისი გეოგრაფიული კოორდინატები, 5′-მდე სიზუსტით.

18. რუკის ნებისმიერი ფურცლის უმაღლესი წერტილის მაღლივი ნიშნული თავისუფალი უნდა იყოს ჰიფსომეტრიული შეფერილობისგან.

19. რაიონები, სადაც არ განხორციელებულა რელიეფის გადაღება, უნდა აღინიშნოს წარწერით „მონაცემები რელიეფის ზედაპირის შესახებ არასრულია“.

20. რუკებს, რომელზეც მაღლივი ნიშნულები დაუზუსტებელია, თან ახლავს გამაფრთხილებელი წარწერა, რომელიც გარკვევით მიეთითება რუკის ველზე და იბეჭდება იმავე ფერით, რომელიც გამოიყენება სააერნაოსნო ინფორმაციის დატანისას, მაგ. „ყურადღება! ამ რუკაზე ინფორმაცია რელიეფის ზედაპირის შესახებ არასაკმარისად ზუსტია, სიფრთხილით ისარგებლეთ მონაცემებით შემაღლებების შესახებ“.

21. ხრამები უნდა აღინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმოადგენს შესამჩნევ ორიენტირს ტერიტორიაზე ან როდესაც ცნობები ხელოვნური ნაგებობების შესახებ საკმაოდ მწირია.

22. რუკაზე უნდა აღინიშნოს ტყის მასივები.

შენიშვნა: მაღალი განედის რუკებზე ნებადართულია ნაჩვენები იყოს ტყის აღმოცენების დაახლოებითი ჩრდილო ან სამხრეთი საზღვრები.

23. აღნიშვნის შემთხვევაში, ტყის აღმოცენების დაახლოებითი ჩრდილო და სამხრეთ საზღვრები გამოისახება შავი შტრიხხაზით და შესაბამისი განმარტებით.

24. ჩარჩოში მიეთითება ტოპოგრაფიულ საფუძველზე დატანილი ბოლო ინფორმაციის თარიღ