მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარება და გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია მუნიციპალიტეტეის მოსახლეობის კეთილდღეობასთან. ინფრასტრუქტურისმოწესრიგება (როგორიცაა გზების, სკვერების მოვლა-პატრონობა  და  სხვა) ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვას, რაც წინა პირობაა ტურიზმის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და სხვა დარგების განვითარების.

პრიორიტეტის  კოდი

პრიორიტეტის დასახელება

2026 წელი

2027 წელი

2028

წელი

2029 წელი

02 00

ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია;

7920.000

9004.000

9473.000

9810.000

კოდი

პროგრამის დასახელება

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 01

1870.000

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური

პროგრამის აღწერა

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტოტიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების (საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ნაგებობების)  კაპიტალურ და მიმდინარე შეკეთებას, მუნიციპალიტეტში ახალი გზების მშენებლობას. პროგრამის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი, ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი სახსრები უმეტესწილად ხმარდება მოვლა პატრონობას, გზების მიმდინარე შეკეთებას და თანადაფინანსებას.
მიმდინარე პერიოდისათვის მუნიციპალური გზების 85% სრულად რეაბილიტირებულია, დარჩენილ ნაწილზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხოლო ნაწილზე იგეგმება შესაბამისი სამუშაობის ჩატარება.
სარეაბილიტაციო გზების შერჩევა და პრიორიტეტიზაცია ხორციელდება მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად, ასევე მხედველობაში მიიღება სტიქიური მოვლენების შედეგების აღმოფხვრა და სხვა წინასწარ გაუთვალისწინებელი ღონისძიებები.
პროგრამის ფარგლებში ფინანსდება 2 ქვეპროგრამა:
- გზების მიმდინარე შეკეთება;
- გზების მშენებლობა და კაპიტალური რეაბილიტაცია;

გზების მშენებლობა-კაპიტალური შეკეთება ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის დაზიანებული და ამორტიზირებული გზების  კაპიტალური ( საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ნაგებობების) შეკეთება/რეაბილიტაცია.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა -შენახვა ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები მოიცავს  ასფალტირებული ქუჩების დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა- რეაბილიტაციას (მათ შორის, ე.წ. ორმული შეკეთება), ასევე, არაასფალტირებული ქუჩების გრუნტის საფარის მოსწორებას და მოხრეშვა-მოშანდაკებას.

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

პროგრამის საბოლოო მიზანია ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა მუნიციპალური გზის (მათ შორის,  ტროტუარების და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ნაგებობების) რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტის საჭიროებებიდან და მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე ახალი გზების მშენებლობა; არსებული გზების მაღალი ხარისხის შენარჩუნება; მგზავრთა გადაადგილების დროის შემცირება; ტურიზმის ხელშეწყობა; მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება;
პროგრამის საბოლოო შედეგი: მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 9, SDG 11

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

გზების მშენებლობა  და კაპიტალური შეკეთება

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 01 02

1860.000

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტოტიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების კაპიტალურ შეკეთებას, მუნიციპალიტეტში ახალი გზების მშენებლობას. პროგრამის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი, ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი სახსრები უმეტესწილად ხმარდება გზების პროექტირებასა და დაფინანსებული სამუშაოების შევსებას,  მუნიციპალიტეტის მოასფალტებული გზების 75% აკმაყოფილებს საგზაო სტანდარტებს. ამიტომ 2026 წლისთვის იგეგმება ისეთი საგზაო სამუშაოები რომელიც დააკმაყოფილებს საგზაო სტანდარტებს.

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

პროგრამის მიზანია ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა მუნიციპალური გზის და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ნაგებობების) რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტის საჭიროებებიდან და მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე ახალი გზების მშენებლობა; არსებული გზების მაღალი ხარისხის შენარჩუნება; მგზავრთა გადაადგილების დროის შემცირება; ტურიზმის ხელშეწყობა; მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება;

პროგრამის საბოლოო შედეგი: მუნიციპალიტეტის გზებზე უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება; გზების ექსპლუატასიის გაზრდილი პერიოდი; ადგილობრივი გზების მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა

№

დასახელება

სულ ღირებულება

1

რეგიონალური განვითარების ფონდებიდან გამოყოფილი თანხების თანადაფინანსება

519445

2

საინჟინრო მონიტორინგის თანხა

374000

3

სოფელ ხრეითში მუზეუმთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

28330

4

სოფელ პერევისაში  სკოლასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

17700

5

სოფელ კალაურში სკოლის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

49126

6

სოფელ სკინდორში კანიების საუბნო გზის რეაბილიტაცია

20368

7

სოფელ ზედუბნში  საუბნო   (120მ) გზის რეაბილიტაცია

29232

8

სოფელ ზოდში ჭიღლაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია

14910

9

სოფელ ზოდში -წირქვალის დამაკავშირებელი 225მ გზის რეაბილიტაცია

45555

10

სოფელ ზედა ჭალოვანში ბიჭიას უბნის გზის რეაბილიტაცია

43476

11

რგანი-ვაჭევის შემაერთებელი გზის(ცენტრიდან გველესიანების უბნამდე)  რეაბილიტაცია

16000

12

სოფელ ნავარძეთში „მსხლოვანის“  (სასაფლაოს გზა) გზის რეაბილიტაცია

24089

13

სოფელ ზედა რგანში ცენტრალურ გზაზე ბეტონიდან ბეტონამდე შემაეთებელი   250გრძ/მ (ვაშაძეების უბანი) გზის რეაბილიტაცია

45000

14

სოფელ ჯოლხეეთში აბესაძეების უბნის  (100მ) გზის რეაბილიტაცია

22769

15

სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გადასახდელი თანხები

600000

16

თხელიძის ქუჩიდან  (კაშხალის ხიდის მიმდებარედ) გზის საპროექტო სამუშაოებისათვის

10000

სულ    ჯამი

1860000

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ხიდებისა და მოაჯირების აღდგენა მშენებლობა

2026 წლის დაფინანსება
(ათას ლარში)

02 01 04

10.000

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის,  არქიტექტურისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის  ერთ -ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს მოწესრიგებული ხიდები და მოაჯირები რათა უზრუნველყოფილ იქნას მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილება, ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება 2026 წლისათვის  რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების საზედამხედველო საქმიანობის დაფინანსება.

პროგრამის დასახელება

კოდი

წყლის სისტემების განვითარება

2026 წლის დაფინანსება
(ათას ლარში)

02 02

1200.000

პროგრამის განმახორციელებელი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის,  არქიტექტურისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური.

პროგრამის აღწერა

წყალმომარაგების უზრუნველყოფა როგორც ქვეყნის ასევე მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.ჭიათურის მუნიციპალიტეტში ქალაქის ტერიტორიაზე წყალმომარაგების სისტემის ექსპლოატაციას და მოსახლეობის წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე  მოსახლეობის წყალმომარაგებით  უზრუნველსაყოფად  2020 წელს შეიქმნა შპს ჭიათურის წყალი, რომელიც უზრუნველყოფს ახალი ქსელების მოწყობას და არსებული ქსელების მოვლა პატრონობას.

პროგრამა ითვალისწინებს ჭიათურის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყლის სისტემების სრულ რეაბილიტაციას და ახლის მოწყობას. მათ შორის პრიორიტეტულია წლის ნებისმიერ პერიოდში მოსახლეობის წყალმომარაგება.  წყლის სისტემის განვითარების პროგრამა შედგება 2  ქვეპროგრამისაგან. ესენია:

1. წყლის სისტემის ექსპლოატაცია, რომელსაც ახორციელებს შპს ჭიათურის წყალმომარაგების კომპანია (რომლის მიზანია სოფლად დაზიანებული წყლის ქსელების დროული შეკეთება-ექსპლუატაცია, წყლის მიწოდების რეგულაცია უბნების მიხედვით, რათა ყველა მოსახლემ ისარგებლოს  წყალმომარაგებით.

2. წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, რეაბილიტაცია

პროგრამის დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობები.წყლის სისტემის განვითარების პროგრამა შინაარსის მიხედვით არის როგორც კაპიტალური/ინფრასტრუქტურული (წლის სისტემის რეაბილიატაცია, ახლის მოწყობა), ასევე, მომსახურების (წლის სისტემის ექსპლოატაცია). რაც შეეხება მის ხანგრძლივობას, იგი ინფრასტრუქტურულ ნაწილში წარმოადგენს მრავალწლიან, ხოლო მომსახურების ნაწილში მუდმივ მოქმედ პროგრამას.

პროგრამის საბოლოო მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალმომარაგების გაუმჯობესებული სისტემები (რომელიც იმყოფება მუნიციპალურ დაქვემდებარებაში), რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის წყალმომარაგებას.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 6, SDG 9, SDG 11

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

წყალმომარაგების სისტემის ექსპლოატაცია

2026 წლის დაფინანსება
(ათას ლარში)

02 02 01

1200.000

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

შპს „ჭიათურის წყალი“

ქვეპროგრამის აღწერა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ჭიათურის  მუნიციპალიტეტის შპს ჭიათურის წყალი სუბსიდირებას,  რომელიც უზრუნველყოფს   მუნიციპალიტეტის სოფლების წყლის სათავე-ნაგებობების, რეზერვუარების, შიდა-საუბნო და ცენტრალური ქსელების მოვლა-პატრონობას რათა შეუფერხებლად მოხდეს მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება. დაფინანსების წყაროა  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდია.

ქვეპროგრამის საბოლოო მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალმომარაგების გაუმჯობესებული სისტემები (რომელიც იმყოფება მუნიციპალურ დაქვემდებარებაში), რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის წყალმომარაგებას.

პროგრამის დასახელება

კოდი

გარე განათება

2026 წლის დაფინანსება
(ათას ლარში)

02 03

650.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრი

პროგრამის აღწერა

ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში უსაფრთხო გადაადგილებისთვის და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გამართული გარე განათების ქსელის ფუნქციონირებას. მუნიციპალურ ბიუჯეტში წარმოდგენილი გარე განათების პროგრამის ფარგლებში სწორედ გარე განათების სისტემის განვითარებისა და ექსპლოტაციისათვის საჭირო ხარჯები ფინანსდება.  დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელი ფუნქციონირებს ქალაქ ჭიათურაში, ჯარბელის დასახლებიდან  სოფელ ბერეთისის მიმართულებით არსებულ მონაკვეთზე, სოფელ წასრის, სოფელ პერევისის და სოფელ ხრეითის გარკვეულ უბნებშ,. ქალაქ ჭიათურასა  და ქალაქ საჩხერეს შორის არსებულ საავტომობილო გზის მონაკვეთზე. გარე განათების ქსელით მოცულია ქალაქის მთელი ტერიტორია და მუნიციპალიტეტის სოფლების დასახლებული ტერიტორიის 8%.

1. გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია

2. გარე განათების  ქსელის ახალი წერტილების მოწყობა და რეაბილიტაცია.

გარე განათების პროგრამა შინაარსის ტიპის მიხედვით არის როგორც კაპიტალური/ინფრასტრუქტურული ხასიათის, ასევე - მომსახურების. კაპიტალური ნაწილი მოიცავს გარე განათების ქსელის გაფართოება-გაუმჯობესების ღონისძიბებეს, ხოლო მომსახურების ნაწილი -გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაციას (მ.შ. მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურებას).    ხანგრძლივობის მიხედვით, ინფრასტრუქტურულ ნაწილში - მრავალწლიანი.

პროგრამის დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობები.

პროგრამის დასახელება

კოდი

გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 03 01

600.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრი

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გარე განათებას. შესაბამისად საჭიროა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულის გარე განათების ქსელის გამართული ფუნქციონირება, მისი პერიოდული შეკეთება. დღეის მდგომარეობით ქალაქ ჭიათურის  ტერიტორიაზე გარე განათების ქსელით დაფარულია 99%.ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რომელიც მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქსელში მწყობრიდან გამოსული ნათურების გამოცვლა;
- ამორტიზებული და დაზიანებული განათების ბოძების შეკეთება, ახლით ჩანაცვლება;
- დაზიანებული სადენების აღდგენა, შეკეთება.
პროგრამა ასევე მოიცავს გარე განათების ქსელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურებას

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

გარე განათების ქსელის ახალი წერტილების მოწყობა და რეაბილიტაცია

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 03 02

50.000

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის,  არქიტექტურისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ჭიათურაში სოფელ ჭილოვნის საავტომობილო გზის გასწვრივ გარე განათების მოწყობის სამუშაოები.

პროგრამის დასახელება

კოდი

მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 04

3300.000

პროგრამის განმახორციელებელი

მუნიციპალური საწარმო შპს ჭიათურის სატრანსპორტო კომპანია

პროგრამის აღწერა და მიზანი

აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს  საბაგირო გზის ექსპლოატაციის ხარჯებს რაც უზრუნველყოფს მის გამართულ ფუნქციონირებას და იმ სოფლებისა და დასახლებული უბნების საავტომობილო ტრანსპორტით უზრუნველყოფას სადაც მგზავრთა გადაყვანა ახორციელებდა საბაგირო ტრანსპორტი (არნიშნული ტრანსპორტის ფუნქციონირება შეჩერებულია მათი  ამორტიზაციის გამო).აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში ხორციელდება:

1. მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო სისტემის სუბსიდირება, რომლის ფარგლებშიც ფუნქციონირებს შპს ,,ჭიათურის სატრანპორტო კომპანია“.

2. მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება.

მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო სისტემის სუბსიდირების პროგრამა შინაარსის ტიპის მიხედვით არის მომსახურების.ხანგრძლივობის მიხედვით - მრავალწლიანი.

მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება თავისი შინაარსით წარმოადგენს კაპიტალურ პროექტს პროგრამის დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობები.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის სუბსიდირება

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 04 01

3300.000

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

მუნიციპალური საწარმო შპს ჭიათურის სატრანსპორტო კომპანია

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

შპს ჭიათურის სატრანსპორტო კომპანიის სუბსიდირების პროგრამა ითვალისწინებს  საბაგირო გზის ექსპლოატაციის ხარჯებს რაც უზრუნველყოფს მის გამართულ ფუნქციონირებას და იმ სოფლებისა და დასახლებული უბნების საავტომობილო ტრანსპორტით უზრუნველყოფას სადაც მგზავრთა გადაყვანა ახორციელებდა საბაგირო ტრანსპორტი (აღნიშნული ტრანსპორტის ფუნქციონირება შეჩერებულია მათი  ამორტიზაციის გამო). ასევე ახორციელდება ქალაქ ჭიათურაში და მასში შემავალი სოფლებში მისასვლელი ცენტრალურ გზებზე დაზიანებული ორმოლების შეკეთებას.

მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო სისტემის სუბსიდირების პროგრამა შინაარსის ტიპის მიხედვით არის მომსახურების.ხანგრძლივობის მიხედვით - მრავალწლიანი.

პროგრამის დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობები და საკუთარი შპს-ს შემოსავლები, რომელსაც იღებს მგზავრთა მომსახურებიდან.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

მრავალსართულიანი სახლების ლიფტების რეაბილიტაცია

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 06 0

300.000

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის,  არქიტექტურისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს მოსახლეობის მრავალსართულიან სახლებში დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული ლიფტების რეაბილიტაცია მონტაჟი.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 07 02

600.000

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის,  არქიტექტურისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში თანადაფინანსება გაეწევა მუნიციპალიტეტში შემავალ სოფელში კრებების შედეგად არჩეული და საკრებულოს მიერ დამტკიცებულ პროექტებს