მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში განაგრძობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან.
პრიორიტეტის კოდი
პრიორიტეტის დასახელება
2026 წელი
2027 წელი
2028 წელი
2029 წელი
05 00
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
4195.100
4344.600
4361.100
4378.100
საზოგადიებრივი ჯანდაცვის მომსახურება 06 01
პროგრამის დასახელება
კოდი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სუბსიდირება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 01 01
435.100
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ ჭიათურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
პროგრამის აღწერა
აღნიშნული პროგრამის ფარქლებში დაფინანსდება ა.ა.ი.პ ჭიათურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება არსებული რეალობებისადმი მიდგომების ახლებურად გააზრებას და რადიკალურ გარდაქმნებს ითხოვს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემათა გადაჭრა მოსახლეობის მომსახურების მრავალფეროვნებაში, არსებულ პირობებთან ადაპტირებაში, ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების თავიდან აცილებაში მდგომარეობს. თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში არის: ა) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება; გ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა, მათ შორის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ დაწესებულებებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დავის კონტროლი; ე) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის; ვ) პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას; ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა; თ) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.
პროგრამა შედგება შემდეგი ქვეპროგრამებისაგან:
1 ეპიდზედამხედველობა (მათ შორის ტუბერკულოზის კონტროლის პროგრამა) (მალარიისა და პარაზიტოლოგიურ დაავადებათა კონტროლი)
2 იმუნიზაციია.
3 ცხოვრების ჯანსაღი წესის განვითარების ხელშეწყობა
4 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა.
პროგრამის მიზანი
მეთვალყურეობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ჯანმრლობის რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგი და რეაგირება;
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან
SDG 3
პროგრამის დასახელება
კოდი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მხარდამჭერი პროგრამები
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 02
60.000
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური;
პროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში თანადაფინანსება გაეწევა საქართველოს წითელი ჯვრის ჭიათურის წარმომადგენლობას.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან
SDG 3
სოციალური პროგრამები 06 02
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებების უზრუნველყოფას. მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო კვებითა და ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, სხვა სოციალური პროგრამებს, რომლებიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
პროგრამის დასახელება
კოდი
სოციალური დაცვა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 01
3700.000
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
პროგრამის აღწერა
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებების უზრუნველყოფას. მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო კვებითა და ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, სხვა სოციალური პროგრამებს, რომლებიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის მიზანია ზემოთ აღნიშნული დაავადებების ფარგლებში ჭიათურის სოციალური დაფინანსების წესის შესახებ საკრებულოს დადგენილების გათვალისწინებით ბენეფიციართა მომართვიანობის დაკმაყოფილება.
დაავადებულთა სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობის ჩატარების ხელშეწყობა.
დაკმაყოფილებული მომართვიანობა
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან
SDG 1, SDG 2, SDG 3
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ავადმყოფთა სოციალური დაცვა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 01
1722.000
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამის ფარგლებში გაიწევა შემდეგი სოციალური დახმარება:
ა) სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დაფინანსება;
ბ) პროგრამულ ჰემოდიალიზსა და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პირთა დახმარება;
გ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება;
დ) სიცოცხლისათვის საშიში და იშვიათი დაავადების მქონე პირთა ფინანსური დახმარება;
ე) რადიაქტიული ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად დაზარალებულ პირთა დახმარება;
პროგრამის მიზანია ზემოთ აღნიშნული დაავადებების ფარგლებში ჭიათურის სოციალური დაფინანსების წესის შესახებ საკრებულოს დადგენილების გათვალისწინებით ბენეფიციართა მომართვიანობის დაკმაყოფილება.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
დაავადებულთა სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობის ჩატარების ხელშეწყობა.
დაკმაყოფილებული მომართვიანობა
პროგრამის დასახელება
კოდი
სამკურნალო საოპერაციო და სამედიცინო ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალური გამოკვლევების თანადაფინანსება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 01 01
1200.000
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:
ა) გადაუდებელი და გეგმიური სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ხარჯები, რომელთა ფინანსურ უზრუნველყოფას არ ითვალისწინებს მოქმედი საყოველთაო სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა, ჯანმრთელობის დაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამები და კერძო სამედიცინო სადაზღვევო კომპანიების მოქმედი პროგრამები.დაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორციელდება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით;
ბ) ექიმის დანიშნულების მიხედვით სამედიცინო ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალური გამოკვლევების, მათ შორის მაღალტექნოლოგიური კვლევის ხარჯები. ასევე დაფინანსდება იმ ექიმი სპეციალისტის კონსულტაცია, რომელიც აუცილებელია კონკრეტული ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალური თუ მაღალტექნოლოგიური კვლევის განხორციელების პროცესში. დაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორციელდება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით;
გ) ამბულატორიულ ან/და სტაციონარულ დონეზე ჩასატარებელი გეგმიური სამედიცინო სამკურნალო/ სარეაბილიტაციო პროცედურების ხარჯები, მხოლოდ ნერვ-კუნთოვანი დაზიანების მქონე პაციენტებისათვის 0-დან 14 წლამდე, ხოლო მოზრდილებისათვის მძიმე ფორმის შეძენილი ნერვ-კუნთოვანი დაავადების ან/და ტრავმის შედეგად განვითარებული ნერვ-კუნთოვანი დაზიანების შემთხვევაში. დაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორციელდება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით;
დ) ონკოლოგიურ ავადმყოფთა ამბულატორიულ-სტაციონარული მკურნალობა, კერძოდ: ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია, რომელთა ფინანსურ უზრუნველყოფას არ ითვალისწინებს მოქმედი საყოველთაო სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა, ჯანმრთელობის დაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამები და კერძო სამედიცინო სადაზღვევო კომპანიების მოქმედი პროგრამები. დაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორციელდება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით;
ე) მშობიარობის, გართულებული მშობიარობისა და სამედიცინო ჩვენებით საკეისრო კვეთის დამატებითი ხარჯი, რომელიც არ ანაზღაურდება მოქმედი სახელმწიფო და კერძო სამედიცინო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში. დაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორციელდება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით;
ვ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ჭიათურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული აუტიზმის სპექტრის დარღვევების (ძირითადი დიაგნოზით “ICD-10“ კლასიფიკაციის მიხედვით განსაზღვრული განვითარების ზოგადი აშლილობები „F 84.0.,”F 84.9”) მქონე 2-დან 17 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეთა სარეაბილიტაციო-სამედიცინო მომსახურების სახეები, როგორებიცაა: შეფასება, ქცევის თერაპია, მეტყველების თერაპია, სენსორული თერაპია, ფსიქოთერაპია, ხელოვნებით თერაპია, ფიზიკური თერაპია, ოკუპაციური თერაპია, სპეციალური პედაგოგის დახმარება;
გაწეული მომსახურება ანაზღაურდება ვაუჩერული მეთოდით, თითოეულ ბენეფიციარზე 420 ლარის ოდენობით. (განფასება ეფუძნება საქართველოში არსებულ პრაქტიკასა და ამ სფეროში მომუშავე ცენტრების ფასებს). მოსარგებლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გააჩნია არჩევანის უფლება მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების არჩევისას, რასაც იგი აფიქსირებს მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ განაცხადის ფორმაში.
ამ პუნქტებით განსაზღვრული დახმარების მიმღებია ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქე. განხორციელდება გასული წლის დავალიანების დაფარვა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
დაავადებულთა სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობის ჩატარების ხელშეწყობა.
დაკმაყოფილებული მომართვიანობა
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
პროგრამულ ჰემოდიალიზს დაქვემდებარებულ პირთა ყოველთვიური ფინანსური დახმარება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 01 02
62.000
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამით განსაზღვრული ჰემოდიალიზსა და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პირთა დახმარება, გაიცემა ყოველთვიურად 120 ლარის ოდენობით თითოეულ ბენეფიციარზე. აღნიშნული დახმარებით სარგებლობენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავე დროს ფაქტობრივად მცხოვრები პირები, რომლებიც დაავადებულნი არიან თირკმლის ტერმინალური უკმარისობით და წარმოადგენენ ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
მკვეთრად შზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 01 03
205.000
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება მიეცემა:
ა) ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის (პირველი ჯგუფის) მქონე პირებს, კომუნალური გადასახადების გადახდის უზრუნველსაყოფად. აღნიშნულ ბენეფიციართა კატეგორიას დახმარება მიეცემა სეზონის მიხედვით: 01 ნოემბრიდან 01 მაისამდე - ყოველთვიურად 30 ლარის ოდენობით; 01 მაისიდან 01 ნოემბრამდე - ყოველთვიურად 20 ლარის ოდენობით.
ბ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის და 18 წლამდე ასაკის მქონე პირებს. აღნიშნულ ბენეფიციართა კატეგორიას დახმარება მიეცემა წლის განმავლობაში ერთჯერადად - 100 ლარის ოდენობით. ასევე მოხდება დატრენინგება სწავლება შინმოვლის პროგრამის მიმართულებით.
განხორციელდება გასული წლის დავალიანების დაფარვა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სიცოცხლისათვის საშიში და იშვიათი დაავადების მქონე პირთა დახმარება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 01 04
250.000
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიეცემა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით განსაზღვრულ სიცოცხლისათვის საშიშ და „2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილების დანართი 17.2-ით განსაზღვრულ იშვიათი დაავადების მქონე მოქალაქეებს. აღნიშნულ ბენეფიციართა კატეგორიას დახმარება მიეცემა წლის განმავლობაში ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით, მხოლოდ დაავადების პირველი ტიპის მქონე პაციენტებს. განხორციელდება გასული წლის დავალიანების დაფარვა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
რადიაქტიული ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად დაავადებულ შეზღუდული სტატუსის მქონე პირთა პირთა დახმარება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 01 05
5.000
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება მიეცემა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, რადიაქტიური ნივთიერების ზემოქმედების შედეგად დაავადებულ, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს. აღნიშნულ ბენეფიციართა კატეგორიას დახმარება მიეცემა წლის განმავლობაში ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ომის ვეტერანთა დაკრძალვა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 02
3.000
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, ავღანეთის ომის და მეორე მსოფლიო ომის მებრძოლთა დაღუპვის შემთხვევაში სარიტუალო მომსახურებისათვის დახმარების გაწევა. თანხის ოდენობა შეადგენს 250 ლარს.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ბენეფიციართა უფასო სასადილოთი მომსახურება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 03
300.000
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი, ფიზიკური ან/და გონებრივი შეზღუდვის მქონე პირების და მარტოხელა პირების (რომელთა ყოველთვიური შემოსავალი სახელმწიფოს მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმზე ნაკლებია და რომელსაც არ აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და სოფლის შინამეურნეობისაგან შემოსავალი) კვებით უზრუნველყოფა. მომსახურება გაეწევა 180 მდე ბენეფიციარს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს მომსახურება გაეწევა ტენდერში გამარჯვებული პირის მიერ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
მოსახლეობის სოციალური დაცვა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 04
85.000
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში გაიწევა შემდეგი სოციალური დახმარება:
ა) ხარდაზმულთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
ბ) დევნილთა სოციალური დაცვა;
გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
დ) მარჩენალდაკარგულთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ხანდაზმულთა ერთჯერადი სოციალური დაცვა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 04 01
25.000
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება მიეცემათ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ხანდაზმულებს (95 წელი და ზევით) ერთჯერადად წელიწადში 500 ლარის ოდენობით.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
დევნილთა სოციალური დაცვა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 04 02
11.000
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარება გაეწევა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დევნილებს.
აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირებს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 100 ლარს.
განხორციელდება გასული წლის დავალიანების დაფარვა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 04 03
4.000
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევათ ჭიათურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს, დახმარება გაიცემა ერთჯერადად, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 200 ლარს.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
მარჩანელდაკარგულთა ერჯერადი ფინანსური დახმარება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 04 04
45.000
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება მიეცემა ჭიათურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარჩენალდაკარგულ პირს (ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილს (შვილებს) 18 წლის ასაკის მიღწევამდე). დახმარება გაიცემა ერთჯერადად წლის განმავლობაში 200 ლარის ოდენობით.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 04 05
1390.000
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში გაიწევა შემდეგი სოციალური დახმარება:
ა) ახალშობილთა ოჯახების სოციალური დაცვა;
ბ) მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვა;
გ) შეჭირვებულ ოჯახთა სოციალური დაცვა;
დ) საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ახალშობილთა ოჯახების სოციალური დაცვა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 05 01
60.000
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი სახის დახმარება:
ა) პირველი შვილის დაბადებისას - 100 ლარი.
ბ) მეორე შვილის დაბადებისას - 150 ლარი.
გ) მესამე შვილის დაბადებისას - 200 ლარი.
დ)მეოთხე შვილის დაბადებისას- 300 ლარი.
ე) მეხუთე შვილის დაბადებისას- 350 ლარი.
ვ) მეექვსე შვილის დაბადებისას- 500 ლარი.
ზ) მეშვიდე შვილის დაბადებისას -700 ლარი.
თ) მერვე და შემდგომი შვილის დავადებისას-1000 ლარი.
ი) ტყუპების დაბადების შემთხვევაში დამატებით 500 ლარი.
ამ პუნქტებით განსაზღვრული დახმარების მიმღებია ჭიათურის მუნიციპალიტეტში ფაქტიურად მცხოვრები მოქალაქე.განხორციელდება გასული წლის დავალიანების დაფარვა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 05 02
180.000
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარების მიმღებია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები (4 და მეტი შვილი). გაიცემა ერთჯერადი დახმარება 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით, ხოლო ბავშვს, რომელიც აგრძელებს სწავლას უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებელში დახმარების მიცემა გაუგრძელდება 22 წლამდე. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს (5 და მეტი არასრულწლოვანი შვილი) ასევე კომუნალური ხარჯების თანადაფინანსებისათვის მიეცემა დახმარება სეზონის მიხედვით: 1 ნოემბრიდან 1 მაისამდე – ყოველთვიურად 120 ლარის ოდენობით; 1 მაისიდან 1 ნოემბრამდე – ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით.
განხორციელდება გასული წლის დავალიანების დაფარვა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
შეჭირვებულ ოჯახთა სოციალური დაცვა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 05 03
150.000
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიეცემა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრებ შემდეგ ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს.
ამ პუნქტებით განსაზღვრულ ბენეფიციარებს დახმარება მიეცემა წლის განმავლობაში ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 05 04
1000.000
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა დახმარება ყოველთვიურად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე იმ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში მცხოვრებ ოჯახებზე, რომელთა ბინის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და საფრთხის შემცველია ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის.
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა დახმარება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მეწყერის, სხვა სტიქიური ან სხვა რაიმე მოვლენის შედეგად დაზიანებულ კერძო საცხოვრებელ სახლებში მცხოვრებ ოჯახებზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტირებული პირის მიერ საცხოვრებელი სახლის 2021 წლის შემდგომ პარიოდში საცხოვრებლად უვარგისობის თაობაზე გაცემული დასკვნის საფუძველზე. აგრეთვე დახმარება შესაძლებელია გაიცეს მუნიციპალიტეტში შექმნილი შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირებით დაკომპლექტებული კომისიის მიერ კერძო საცხოვრებელი სახლის საცხოვრებლად უვარგისობის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენის საფუძველზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის საცხოვრებლად უვარგისობის თაობაზე;
დ) მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის საცხოვრებლად უვარგისობის დადასტურების დღიდან 2 თვის ან მეტი ვადით ადრე ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი – ნოტარიულად დამოწმებული მოწმეთა ჩვენება, კომუნალური გადასახადების ან/და მომსახურების საფასურის/ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს დახმარების მიმღები ოჯახის მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ფაქტობრივად ცხოვრებას;
ე) დახმარება გაიცემა საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად არაუმეტეს 550 ლარისა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ყოველთვიურად დროებითი გამოსახლების დღიდან პრობლემის აღმოფხვრისათვის საჭირო შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების განხორციელებამდე.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ხელშეკრულება საცხოვრებელი ფართობის ქირავნობის შესახებ და მესაკუთრის საბანკო ანგარიში;
დ) დახმარება გაიცემა საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად არაუმეტეს 550 ლარისა, დაქირავებული საცხოვრებელი ფართობის მესაკუთრის საბანკო ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების წესით.“.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა დახმარება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 06
100.000
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარება გაიცემა სტიქიური მოვლენების და სხვა დაუძლეველი ძალის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალური დაცვისათვის, რომელსაც დაუზიანდა საცხოვრებელი სახლი ან/და სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობა ან რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ხოლო მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში- გარდაცვლილის ოჯახი. საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში დახმარების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 5000 ლარს. დამხმარე შენობა-ნაგებობის შემთხვევაში დაზიანების შემთხვევაში დახმარების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 1000 ლარს.
ქვეპროგრამის მიზანია: სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ომის ვეტერანთა დახმარება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 07
100.000
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარება მიეცემა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს 500 ლარის ოდენობით. ავღანეთის ომის მონაწილეებს, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლებს დახმარება გაეწევათ ერთჯერადად თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 300 ლარს.