ათას ლარში
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2026 წლის გეგმა
03 00
დასუფთავება და გარემოს დაცვა
812,6
03 01
დასუფთავების ღონისძიებები
524,6
03 02
ა(ა)იპ გარემოს დაცვის და ეკოლოგიური განვითარების ცენტრი
288,0
პროგრამის დასახელება
კოდი
დასუფთავება და ნარჩენების გატანას
დაფინანსება ათას ლარში
03 01
524,6
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ - ლენტეხის მუნიციპალიტეტის კომუნალური მომსახურეობა და კეთილმოწყობა
გაეროს მდგრადი განვითარების SDG მიზანი
SDG 6. სუფთა წყალი და სანიტარია
პროგრამის აღწერა და მიზანი
ლენტეხის მუნიციპალიტეტში დასუფთავების ღონისძიებების განხორციელება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით მუნიციპალიტეტი ნაყოფიერად თანამშრომლობს მუნიციპალური განვითარების ფონდთან, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალური განვითარების ფონდის სესხით განხორციელდა ნაგვის ურნების შეძენა. ასევე, მუნიციპალიტეტს გადმოეცა ნაგავმზიდი მანქანები. დასუფთავების ღონისძიებებთან დაკავშირებული კაპიტალური ხარჯები ძირითადად გაიწევა მუნიციპალური ბიუჯეტის არასაკუთარი შემოსავლებიდან (სესხი, სახელმწიფო ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერი), ხოლო მიმდინარე ხარჯები, ისეთი როგორიცაა ყოველდღიურად ნარჩენების მოგროვება და გატანა ნაგავსაყრელ პოლიგონზე ფინანსდება მუნიციპალური ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლებიდან, კერძოდ დასუფთავება და ნარჩენების გატანის პროგრამიდან. პროგრამის ფარგლებში ახორციელებს დაბისა და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციული ერთეულებიდან ნაგვის ნარჩენების მოგროვებას და გატანას.
დასუფთავების ღონიძიებები ხორციელდება დ.ლენტეხის ქუჩებსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე 6 ადმინისტრაციულ ერთეულის ცენტრებიდან. რომელსაც ემსახურება34 მეეზოვე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულია 250 ურნა, ყოველდღიური დასუფთავების შედეგად მუნიციპალიტეტიდან კვირაში გადის 14 მ³ ნარჩენის გატანა ხორციელდება 2 ნაგავმზიდის მეშვეობით ცაგერის (მერიის) ნაგავსაყრეზე.
მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე დასუფთავების ღონისძიებების განხორციელების მიზნით დამატებით საჭიროა ურნებისა და სპეც მანქანების შესყიდვა.
მოსალოდნელი შედეგი
ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და შენარჩუნება, დასუფთავების მუნიციპალური სერვისის გამართული ფუნქიონირება.
პროგრამის დასახელება
კოდი
ა(ა)იპ გარემოს დაცვის და ეკოლოგიური განვითარების ცენტრი
დაფინანსება ათას ლარში
03 02
288.0
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ - ლენტეხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ლენტეხის მუნიციპალიტეტის გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების აგრარული და ეკოლოგიური განვითარების ცენტრი
გაეროს მდგრადი განვითარების SDG მიზანი
SDG 6. სუფთა წყალი და სანიტარია
პროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ქალაქ ლენტეხის ტერიტორიაზე არსებული ფლორისა და ფაუნის დაცვის და მისი რაციონალურად გამოყენების მონიტორინგი, წყლის ფონდის დაცვა განსაკუთრებით მათი კალაპოტების ნარჩენებისაგან დაცვა, მიზნობრივი გამოყენებისათვის მონიტორინგის ჩატარება, აგრეთვე უნიკალური ჯიშის ცისარტყელა კალმახის დაცვის მიზნით ყოველდღიური მონიტორინგი მდინარე ხელედურაზე.
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ქალაქ ლენტეხის ტერიტორიაზე არსებული ფლორისა და ფაუნის დაცვის და მისი რაციონალურად გამოყენების მონიტორინგი, წყლის ფონდის დაცვა განსაკუთრებით მათი კალაპოტების ნარჩენებისაგან დაცვა, მიზნობრივი გამოყენებისათვის მონიტორინგის ჩატარება, აგრეთვე უნიკალური ჯიშის ცისარტყელა კალმახის დაცვის მიზნით ყოველდღიური მონიტორინგი მდინარე ხელედურაზე.
მოსალოდნელი შედეგი
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, აგრალური მიმართულების საკითხების და ეკოლოგიური განათლების განვითარება ლენტეხის მუნიციპალიტეტშ