პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2026 წლის პროექტი
05 00
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი
2,553.0
05 01
სპორტის სფეროს განვითარება
765,7
05 01 01
სპორტული ღონისძიებების დაფინანსება
150.0
05 01 02
ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის ოლიმპიური მომზადების ცენტრი
116.2
05 01 06
ა(ა)იპ ტურიზმის განვითარების ცენტრი ლაილა
228.3
05 01 07
ა(ა)იპ სასპორტო სკოლების გაერთიანება
271.2
05 02
კულტურის სფეროს განვითარება
1.771,3
05 02 01
კულტურული ღონისძიებების დაფინანსება
70.0
05 02 04
ა(ა)იპ საბიბლიოთეკო გაერთიანება
272.8
05 02 05
ა(ა)იპ ლ.მუსელიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
181.0
05 02 13
ტელერადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა
34.0
05 02 14
ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება
922,0
05 02 15
ა(ა)იპ ჯ.მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრი
291,5
05 03
ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება
10.0
05 04
რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა
6.0
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სპორტული ღონისძიებები
დაფინანსება ათას ლარებში
05 01 01
150.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
გაეროს მდგრადი განვითარების SDG მიზანი
SDG 3, SDG 4
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება:
ლენტეხის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების და აქტივობების ორგანიზება, მასში მონაწილე სპორტსმენებისა და ახალგაზრდების დაჯილდოება ფასიანი საჩუქრებით;
ოლიმპიადის, მსოფლიოს, ევროპის და საქართველოს ოფიციალური ჩემპიონატების საპრიზო
(I,II,III) ადგილებზე გასული, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე სპორტსმენების წახალისება ფულადი ჯილდოთი;
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებზე სპორტსმენებისა და მწვრთნელების ტრანსპორტირაბაში დახმარება;
სასკოლო სპორტული ოლიმპიადისა და სპორტი ბარიერების გარეშე-ღონისძიებების ორგანიზება. მუნიციპალური სპორტული ტურნირების ორგანიზება პროგრამის მიზანია:
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; ყველა ასაკობრივი ჯგუფების ჩართვა მასობრივ სპორტის სახეობებში; წარმატებული, ახალგაზრდა სპორტსმენების დაჯილდოება.
მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება მასობრივი სპორტული ღონისძიებების ორგანიზება. მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების სპორტულ ღონისძიებებში ჩართვა. მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, წარმატებული და ღვაწლმოსილი სპორტსმენების და მწვრთნელების დაფასება და მათი მოტივაციის გაზრდა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ა(ა)იპ ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის ლენტეხის ოლიმპიური მომზადებიის ცენტრი
დაფინანსება ათას ლარებში
05 01 02
116.2
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის ლენტეხის ოლიმპიური მომზადებიის ცენტრი
გაეროს მდგრადი განვითარების SDG მიზანი
SDG 3, SDG 4
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება:
ა(აპ.ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის ლენტეხის ოლიმპიური მომზადების ცენტრი გახლავთ სპორტული ორგანიზაცია, რომელსაც აქვს კარგი მატერიალურ -ტექნიკური ბაზა როგორიცაა: რაგბის და ფეხბურთის სტადიონი, თანამედროვე სარბენი ბილიკი, საცურაო აუზი, ტრენაჟორების დარბაზი, საშხაპეები.(ცალკე ვაჟებისათვის, ცალკე გოგონებისათვის) ათი ერთეული სხვადასხვა სახეობის სავარჯიშო დანადგარი, საკონფერენციო დარბაზი 50 კაცზე, ინტერნეტი. ცენტრში დასაქმებულია სულ: 14 თანამშრომელი, ფუნქციონირებს რაგბის, ფეხბურთისა და მკლავჭიდის სექციები, სადაც გაერთიანებულია სულ: 87 სპორტსმენი, მათგან: რაგბში -50, ფეხბურთში-25 ხოლო, მკლავჭიდში -12 აღსაზრდელი.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ოლიმპიური ცენტრის მიზანია სპორტული მონაცემებით დაჯილდოებული ბავშვების და მოზარდი თაობის შერჩევა პროფილის შესაბამისად, მათი მეთოდური აღზრდა, დაოსტატება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, მასობრივი სპორტის განვითარება და დამკვიდრება მოზარდ თაობაში. ნაკრები გუნდის წევრებისთვის-სპორტის სახეობების მიხედვით: რაგბი, ფეხბურთი, მკლავჭიდი მატერიალურ-ტექნიკური და საწვრთნელი ბაზის შექმნა, მონაწილეობის მიღება სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსი და სხვა სპორტული ფედერაციების მიერ დაგეგმილ სპორტულ ღონისძიებებში.
მოსალოდნელი შედეგი
მაქსიმალური მონაწილეობის მიღება წინასწარ დაგეგმილ ყველა შეჯიბრში და მაღალი შედეგების ჩვენება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ა(ა)იპ ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრი „ლაილა“
დაფინანსება ათას ლარში
05 01 06
228.3
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრი „ლაილა“
გაეროს მდგრადი განვითარების SDG მიზანი
SDG 3, SDG 4
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ძირითადი მიზანი გახლავთ ქვემო სვანეთის ტურისტული პოტენციალის და სერვისების პოპულარიზაცია, რეკლამირება. ბუკლეტების და გზამკვლევების გამოცემა საჭიროებისამებრ, სოციალურ ქსელებში და ინტერნეტფორუმებში აქტიური მუშაობა, ინტერნეტსაიტზე განთავსება და ადმინისტრირება. ღირსშესანიშნავი ადგილების და ქვემო სვანეთის ტურისტული პოტენციალის მქონე ტერიტორიების და ძეგლების განთავსება და აღწერა. ტურიზმის დეპარტამენტთან და ტურისტული მომსახურების ცენტრებთან, სააგენტოებთან მჭიდრო თანამშრომლობა. ტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად სხვა და სხვა პროექტების მომზადება და სხვა აქტივობები - ახალგაზრდობის ჩართულობით. ტურისტული მარშრუტების დაგეგმვა, შესწავლა, ინფორმაციის შეგროვება, მცირე პრეზენტაციების მოწყობა თემაზე ქვემო სვანეთის ღირსშესანიშნაობები. ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის და სხვა ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა, გაცნობა და მისი პიარი.
მოსალოდნელი შედეგი
მოსალოდნელი შედეგი იქნება ქვემო სვანეთის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა, უცხოელ და ადგილობრივ ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეკონომიკური კეთილდღეობის საწინდარიც გახდება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ა(ა)იპ.ლენტეხის სასპორტო სკოლების გაერთიანება
დაფინანსება ათას ლარში
05 01 07
271.2
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ.ლენტეხის სასპორტო სკოლების გაერთიანება
გაეროს მდგრადი განვითარების SDG მიზანი
SDG 3, SDG 4
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ა(ა)იპ ლენტეხის სასპორტო სკოლების გაერთიანებაში ფუნქციონირებს შემდეგი სტრუქტურული ერთეულები: ლენტეხის კომპლექსური სასპორტო სკოლა, მეკლდეურობის სკოლა და ლაშხეთის სასპორტო სკოლა. გაერთიანების ძირითად ბაზებს წარმოადგენს: დაბა ლენტეხის კომპლექსური სასპორტო სკოლა, ლენტეხის #1 , ჩოლურის, ხელედის და ლაშხეთის საჯარო სკოლები. სასპორტო სკოლების გაერთიანებაში დასაქმებულია სულ 25 თანამშრომელი, რომელთა უმრავლესობა არის კვალიფიციური მწვრთნელი, ისინი ავარჯიშებენ მოსწავლე ახალგაზრდობას ქართულ ჭიდაობაში, ჭიდაობა ძიუდოში, სამბოში, ფრენბურთში, კალათბურთსა და მეკლდეურობაში. გაერთიანებაში სულ 202 აღსაზრდელია, მათგან: ჭიდაობის სექციებში გაერთიანებულია-130 ბენეფიციარი.(ჩიხარეშის სკოლაში-30, ჟახუნდერის სკოლაში-30, ჩოლურის სკოლაში-16, ხელედის სკოლაში-14 და ლენტეხის კომპლექსურ სკოლაში-40). ფრენბურთის სექციებში გაერთიანებულია სულ-62 სპორტსმენი (ჩიხარეშში-20, ხელედში-12, დაბა ლენტეხში-30), მეკლდეურობის სექციას ჰყავს სულ: 10 აღსაზრდელი. სასპორტო სკოლების გაერთიანების მიზანია მოზარდი თაობის აღზრდა, დაოსტატება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, პოპულარიზაცია. სათანადო პირობების შექმნა მათი წვრთნისა და დაოსტატების საქმეში. მონაწილეობის მიღება სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და სხვა სპორტული ფედერაციების მიერ დაგეგმილ სპორტულ ღონისძიებებში.
მოსალოდნელი შედეგი
მოზარდი თაობის ჩართულობის გაზრდა სპორტის სხვა და სხვა სახეობებში, საქართველოს ჩემპიონთა და პრიზიორთა რიცხვის გაზრდა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კულტურის ღონისძიებები
დაფინანსება ათას ლარში
05 02 02
70.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
გაეროს მდგრადი განვითარების SDG მიზანი
SDG 3, SDG 4
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამა ითვალისწინებს ლენტეხის მუნიციპალიტეტში სადღესასწაულო დღეებზე ღონისძიებების, ფესტივალების, ფორუმების, საქველმოქმედო აქციების, ლიტერატურულშემოქმედებითი საღამოების ორგანიზებას; კულტურული პროექტების თანადაფინანსებას;
კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების, წარმატებული შემოქმედებითი ჯგუფების და ახალგაზრდების წახალისებას; კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და შენარჩუნებას;
კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების, კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას.
მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება მასობრივი ღონისძიებების ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ზრდა, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების პოპულარიზაცია და მოსახლეობის კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობის ზრდა; კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, პატივისცემა და განვითარება; პროგრამის განხორციელების შედეგად მოხდება კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების შემოქმედების წარმოჩენა, შედეგად გაიზრდება შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ადამიანების მოტივაცია.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი.პ. საბიბლიოთეკო გაერთიანება
დაფინანსება ათას ლარში
05 02 04
272.8
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი.პ. საბიბლიოთეკო გაერთიანება
გაეროს მდგრადი განვითარების SDG მიზანი
SDG 3, SDG 4
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ლენტეხის ,მუნიციპალიტეტის ა(ა) ი პ. საბიბლიოთეკო გაერთიანება,რომელიც შედგება 1-ცენტრალური 1 საბავშვო და 16 სასოფლო ბიბლიოთეკისაგან. საბიბლიოთეკო გაერთიანების წიგნადი ფონდი მთლიანად შეადგენს 35 ათას ერთეულს.დასაქმებულია 45 თანამშრომელი.
მთავარ ბიბლიოთეკაში ეწყობა ახალი წიგნების პრეზენტაცია და საჯარო კითხვის დღე, თემატური საღამოები გამოფენები,ლექციები სხვადასხვა თემაზე. ეწყობა ახალი წიგნების პრეზენტაცია. იშვიათად, მაგრამ მაინც ხერხდება გაერთიანებაში შემავალი ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის შევსება.
მოსალოდნელი შედეგი
მკითხველთა გაზრდილი რაოდენობა და დაინტერესება ახალი წიგნადი ფონდით
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ა.(ა)ი.პ. ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფუნციონირების ხელშემწყობი ღონისძიებები
დაფინანსება ათას ლარებში
05 02 05
181,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა.(ა)ი.პ. ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფუნციონირების ხელშემწყობი ღონისძიებები
გაეროს მდგრადი განვითარების SDG მიზანი
SDG 3, SDG 4
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი პროექტები:
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი,რომელიც ხელს უწყობს სვანეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ხელოვნების საგანძურის პოპულარიზაციას.მუზეუმში დაცულია დაახლოებით 4000 მდე ექსპონატი. მათ შორის ეთნოგრაფიული,არქეოლოგიური, ყოფითი ნივთები და სტამბური წიგნები.მუზეუმში დასაქმებულია 18 თანამშრომელი,წლის განმავლობაში მასპინძლობს 1500 მდე უცხოელ და ადგილობრივ ვიზიტორებს,მუზეუმში ეწყობა სხვადასხვა სახის ღონისძიებები.აწყობს გასვლით ექსპედიციებს ქვემო სვანეთის სოფლებში ღირებული ექსპონსტების მოსაძიებლად.
პროგრამის მიზანია სხვადასხვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება,ექსპონატების შეგროვება- დაცვა-პოპულარიზაცია
მოსალოდნელი შედეგი
მოპოვებული ექსპონატების დაცვა-პოპულარიზაცია, ვიზიტორთა რაოდენობის მატება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი.პ. კულტურის დსწესებულებათა გაერთიანება
დაფინანსება ათას ლარებში
05 02 14
922,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი.პ. კულტურის დსწესებულებათა გაერთიანება
გაეროს მდგრადი განვითარების SDG მიზანი
SDG 3, SDG 4
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ლენტეხის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი.პ. კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება,სადაც დასაქმებულია 65 თანამშრომელი.გაერთიანებაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებია: მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი „ძიება+“, ჯოკია მეშველიანის სახელობის ანსამბლი „ლილე“ ,ხელოვნების სკოლა „თ ო რ ა ა ნ ი“, სამხატვრო სკოლა, სამუსიკო სკოლა,ჩოლურის ფოლკლორის სახლი, ნანარის კულტურის სახლი, ხელედის კულტურის სახლი, ანსამბლი :ლაშხეთი“, სოფ. ჩიხსრეშის ანსამბლი და 7 სასოფლო საკლუბო დაწესებულება.
კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების მიზანია: სვანური ფოლკლორის,აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ფოლკლორის უნიკალური ნიმუშების შენარჩუნება და მსმენელამდე მიტანა,ძველი საგალობლების აღდგენა,ჭუნირზე და ჩანგზე დაკვრის სწავლება,ხის ნაკეთობების დამზადების ტექნოლოგიის დახვეწა,ძველი ქართული ორნამენტების მოძიება და დამუშავება , სვანური ქუდების დამზადება და სხვ.
კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალ სამხატვრო სკოლაში მოსწავლეები ეუფლებიან ხალხურ რეწვას, გობელენს, ხეზე კვეთას, ფერწერას, ძერწვას, ქსოვას და სხვ.
კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლების მიზანია ახალგაზრდებისა და მისახლეობის ფართო მასების ჩაბმა სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებებში,როგორც ადგილობრივ, ასევე საქართველოს სხვა რეგიონში და საზღვარგარეთაც. ასევა მოსწავლე ასალგაზრდულ სახლში ბავშვები ეუფლებიან ფოლკლორს, ხალხურ საკრავებზე დაკვრის ხელოვნებას, საესტრადო სიმღერების შესწავლას, სასცენო ხელოვნებას, მხატრვულ კითხვას, საქართველოს და საგნობრივი წრეებში ცოდნის გაღრმავებას. ასევე შემოქმედებითი მიდრეკილების განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; სიმღერის, ფოლკლორის, სხვადასხვა ინსტრუმენტებზე შემსწავლელი წრეების ჩამოყალიბება; კულტურული ღონისძიებების ჩატარება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ფასიანი და საერო დღესასწაულების ღონისძიებების მოწყობა; მონაწილეობის მიღება
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდების გაზრდილი მოთხოვნა არაფორმალური განათლებაზე; კულტურულ ღონისძიებებში, კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეთა გაზრდილი მაჩვენებელი. სვანური ფოლკლორის,აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ფოლკლორის უნიკალური ნიმუშების შენარჩუნება და მსმენელამდე მიტანა,ძველი საგალობლების აღდგენა,ჭუნირზე და ჩანგზე დაკვრის სწავლება,ხის ნაკეთობების დამზადების ტექნოლოგიის დახვეწა,ძველი ქართული ორნამენტების მოძიება და დამუშავება , სვანური ქუდების დამზადება და სხვ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი.პ.“ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცფენტრი“
დაფინანსება ათას ლარებში
05 02 15
291.5
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა.(ა)ი.პ. ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფუნციონირების ხელშემწყობი ღონისძიებები
გაეროს მდგრადი განვითარების SDG მიზანი
SDG 3, SDG 4
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ლენტეხის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი.პ. „ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრი,სადაც დასაქმებულია 35 თანამშრომელი და მოქმედებს სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლი „ლაგუშედა“. ქვეპროგრამა მოიცავს: ა) სვანური ფოლკლორის (სიმღერის და ცეკვის) აგრეთვე საქართველოს სხვა კუთხეების ფილკლორის (სიმღერისა და ცეკვის) უნიკალური ნიმუშების შენარჩუნებას, უკვე მივიწყებული სიმღერების აღდგენას და მსმენელისთვის მათ მიწოდებას ბ) ხალხის წიაღში არსებული ძველი სიმღერების შესწსვლას, დამუშავებას და მსმენელის წინაშე წარდგენას ქვფეპროგრამის მიზანია ფილკლორულ ფესტივალებში და სახალხო დღესასწაულებში მონაწილეობა,ფოლკლორული საღამოების მოწყობა ლენტეხში და საქართველოს სხვა რეგიონებში.
მოსალოდნელი შედეგი
შენარჩუნდება სვანური ფოლკლორი და საქართველოს სხვა კუთხეების ფოლკლორის უნიკალური ნიმუშები
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ახალგაზრდობის მხარდაჭერა
დაფინანსება ათას ლარებში
05 03
10.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
გაეროს მდგრადი განვითარების SDG მიზანი
SDG 3, SDG 4
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი პროექტები:
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას პროექტ ეტალონში.
ახალგაზრდული პროექტები მომართვიანობის მიხედვით.
პროგრამის მიზანია ლენტეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა პროექტების ფინანსური მხარდაჭერა, თავისუფალი დროის ეფექტურად და შინაარსიანად ხარჯვის ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი პოტენციალის გამოვლენა, ინოვაციური იდეების მქონე საინიციატივო ჯგუფების ხელშეწყობა.
მოსალოდნელი შედეგი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი პოტენციალის გამოვლენა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა
დაფინანსება ათას ლარებში
05 04
6.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია
გაეროს მდგრადი განვითარების SDG მიზანი
SDG 3, SDG 4
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
დაბა ლენტეხში და სოფ. ხელედში არსებული მონასტრების შეშით უზრუნველყოფა.
მოსალოდნელი შედეგი
დაბა ლენტეხში და სოფ. ხელედში არსებული მონასტრების შეშით უზრუნველყოფ