პროგრამული

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2026 წლის გეგმა

კოდი

04 00

განათლება

1,585.2

04 01

სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება

1,585.2

პროგრამის დასახელება

კოდი

სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება

დაფინანსება ათას ლარში

04 01

1,585.2

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ - სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრი

გაეროს მდგრადი განვითარების SDG მიზანი

SDG 4. ხარისხიანი განათლება

პროგრამის აღწერა და მიზანი შედეგი

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარ (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამავე კანონის მიხედვით ასევე აკრძალულია მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება.

შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და ყველა სხვა ღონისძიების გატარება. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითდ პრიორიტეტს სწორედ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბაგა-ბაღის ასაკის ბავშვებისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 15 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 158-ზე მეტი ბავშვი. ბაგა-ბაღებში ჯამში დასაქმებულია 128 აღმზრდელი და ადმინისტრაციული პერსონალი. „სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირების“ პროგრამის მიზანია:

ბაგა-ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, სადაც დაცული იქნება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის #488 დადგენილებით დამტკიცებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები;

ბაგა-ბაღებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისაობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის #485 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკურ რეგლამენტის დადგენილ ნორმებთან;

ბაგა-ბაღებში მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება;

ბაგა-ბაღებში კვების ორგანიზებისა და რაციონის ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის #487 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკურ რეგლამენტის დადგენილ ნორმებთან;

ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა–შენახვა;

ბაგა-ბაღებში დასაქმებული პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება.

ა(ა)იპ - სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის თანამშრომელთათვის შესაბამის სამუშაო პირობების შექმ