სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.12.2025
ძალაში შესვლა 01.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №584
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025478 424
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 26/12/2025
495 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.12.2025 მიღება
01.01.2026 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
რომელსაც, გარდა დროებით დაწესებული ან ცალკეული ადგილებისა, მოძრაობის ორივე მიმართულებისთვის აქვს ცალკე, ერთმანეთისაგან გამყოფი ზოლით (რომელიც არ
არის განკუთვნილი მოძრაობისათვის) ან განსაკუთრებულ შემთხვევებში − სხვა საშუალებებით გამიჯნული სავალი ნაწილები
მუხლი 2
რომელიც აღნიშნულია საგზაო ნიშნით − „ავტომაგისტრალი“. 2. დასახლებული პუნქტი
განაშენიანებული ტერიტორია, სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით. 3. დღის საათები – დრო 08:00 საათიდან 23:00 საათამდე. 4. ღამის საათები – დრო 23:00 საათიდან 08:00 საათამდე. 5. სატრანსპორტო საშუალება − M, N, O, L კატეგორიების სატრანსპორტო საშუალება. 6. ხმაური – არახელსაყრელი ბგერა, რომელიც ქმნის დისკომფორტს, ახდენს გავლენას სმენის ორგანოზე და ხელს უშლის სასურველი ბგერის აღქმას.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 30.11.2018 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 21.12.2023 აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 14.08.2017 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 85% 27.09.2019 მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 31.10.2018

დოკუმენტის ტექსტი

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №584 2025 წლის 25 დეკემბერი ქ. თბილისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის შენიშვნის მე-14 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმის განსაზღვრის წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმის განსაზღვრის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმის განსაზღვრის წესი“ (შემდგომში − წესი), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მიზნებისთვის, განსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მაქსიმალურ დასაშვებ დონეს დეციბალებში. 2. ამ წესით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმა არ ვრცელდება „ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 აგვისტოს №424 დადგენილებით განსაზღვრული სპორტული დანიშნულების ავტომობილის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ადგილებზე/ტერიტორიაზე გადაადგილებისას. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ავტომაგისტრალი − სპეციალურად აშენებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისათვის განკუთვნილი გზა, რომელიც არ ემსახურება მიმდებარე ტერიტორიებს და: ა) რომელსაც, გარდა დროებით დაწესებული ან ცალკეული ადგილებისა, მოძრაობის ორივე მიმართულებისთვის აქვს ცალკე, ერთმანეთისაგან გამყოფი ზოლით (რომელიც არ არის განკუთვნილი მოძრაობისათვის) ან განსაკუთრებულ შემთხვევებში − სხვა საშუალებებით გამიჯნული სავალი ნაწილები; ბ) რომელიც ერთ დონეზე არ კვეთს გზას, რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგს, ქვეითთა ბილიკსა და ველობილიკს; გ) რომელიც აღნიშნულია საგზაო ნიშნით − „ავტომაგისტრალი“. 2. დასახლებული პუნქტი – განაშენიანებული ტერიტორია, სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით. 3. დღის საათები – დრო 08:00 საათიდან 23:00 საათამდე. 4. ღამის საათები – დრო 23:00 საათიდან 08:00 საათამდე. 5. სატრანსპორტო საშუალება − M, N, O, L კატეგორიების სატრანსპორტო საშუალება. 6. ხმაური – არახელსაყრელი ბგერა, რომელიც ქმნის დისკომფორტს, ახდენს გავლენას სმენის ორგანოზე და ხელს უშლის სასურველი ბგერის აღქმას. მუხლი 3🔗. სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მაქსიმალური დასაშვები დონე 1. ღამის საათებში დასახლებულ პუნქტებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მაქსიმალური დასაშვები დონე არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბალს (დბ). 2. დღის საათებში დასახლებულ პუნქტებში და ღამის საათებში დასახლებული პუნქტების ფარგლებს გარეთ, მათ შორის, ავტომაგისტრალებზე, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მაქსიმალური დასაშვები დონე არ უნდა აღემატებოდეს „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებით ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას განსაზღვრულ ნორმებს. მუხლი 4🔗. სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვებ ნორმასთან შესაბამისობის დადგენა 1. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის ამ წესით გათვალისწინებულ დასაშვებ ნორმასთან შესაბამისობის შემოწმებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაკალიბრებული/ სერტიფიცირებული პორტატული აპარატით. 2. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მაქსიმალური დონე არ შეესაბამება ამ წესით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვებ ნორმას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამოწმებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილ ხმაურს. 3. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვებ ნორმასთან შესაბამისობის დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. მუხლი 5🔗. პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისათვის სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირს ადმინისტრაციული სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.