მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია. ასევე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ხორციელდება საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირება. განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის 5 487,0 ათასი ლარი. განათლების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2026 წლის პროგნოზი
2027 წლის პროგნოზი
2028 წლის პროგნოზი
2029 წლის პროგნოზი
04 00
განათლება
5 487,0
5 129,9
5 591,9
6 038,1
04 01
სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება
5 144,5
4 939,9
5 401,9
5 848,1
04 01 02
ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანება „ბორჯომის ჯანმრთელი მომავალი“
4 994,5
4 939,9
5 401,9
5 848,1
04 01 03
სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა
150,0
-
-
-
04 02
საჯარო სკოლების ფინანსური დახმარება
152,5
-
-
-
04 03
საგანმანათლებლო ცენტრის დაფინანსება
190,0
190,0
190,0
190,0
კოდი
პროგრამის დასახელება
სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
04 01
5 144,5
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია
პროგრამის აღწერა
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარ (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამავე კანონის მიხედვით ასევე აკრძალულია მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება.
შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და ყველა სხვა ღონისძიების გატარება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს სწორედ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბაგა-ბაღის ასაკის ბავშვებისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. ბაგა-ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, სადაც დაცული იქნება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის #488 დადგენილებით დამტკიცებული „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები“;
ბაგა-ბაღებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისაობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის #485 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის დადგენილ ნორმებთან;
ბაგა-ბაღებში მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება;
ბაგა-ბაღებში კვების ორგანიზებისა და რაციონის ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის #487 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის დადგენილ ნორმებთან;
ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა–შენახვა;
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
შესაფერისი უნარჩვევებით უზრუნველყოფილი მუნიციპალიტეტში
მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ბავშვები.
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანება „ბორჯომის ჯანმრთელი მომავალი“
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
04 01 02
4 994,5
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
'ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანება ,,ბორჯომის ჯანმრთელი მომავალი"
ქვეპროგრამის აღწერა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში სულ 2-დან 6 წლამდე 750 სკოლამდელი ასაკის ბავშვია რეგისტრირებული. ტერიტორიაზე განთავსებულ 12 საბავშვო ბაღში მომსახურებას იღებს 650 ბავშვი, აქედან 350 ბიჭია და 300 გოგო. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანება "ბორჯომის ჯანმრთელი მომავალი"-ის მიზანია სწავლის ხარისხის გაუმჯობეება, ბაგა-ბაღებში რიცხული აღსაზრდელების სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯიბესება, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა,კვების ორგანიზებისა და რაციონის ნორმების დაცვა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
შესაფერისი უნარ-ჩვევებით უზრუნველყოფილი მუნიციპალიტეტში
მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ბავშვები.
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
04 01 03
150,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ძირითადი აქტივების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, კერძოდ:
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში მიწის ნაკვეთზე (ს.კ 64.26.04.009) არსებული საბავშვო ბაღის ეზოს რეაბილიტაცია
და სხვა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
შესაფერისი უნარ-ჩვევებით უზრუნველყოფილი მუნიციპალიტეტში
მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ბავშვები.
კოდი
პროგრამის დასახელება
საჯარო სკოლების დაფინანსება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
04 02
152,5
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია
პროგრამის აღწერა
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება დაბა ბაკურიანში საჯარო სკოლის დემონტაჟთან დაკავშირებით სასწავლო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფა( ქირა).
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
მოსწავლეთა კომფორტულ გარემოში ყოფნა და კმაყოფილი მოსახლეობა.
კოდი
პროგრამის დასახელება
საგანმანათლებო ცენტრის დაფინანსება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
04 03
190,0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ "ჩვენი ბორჯომისათვის"
პროგრამის აღწერა
პროგრამა დაეხმარება რაიონის მოსწავლე ახალგაზრდობას პიროვნულ განვითარებასა და პროფესიულ წინსვლაში. რომლის მეშვეობით ახალგაზრდებს გამოუმუშავდებათ სხვადასხვა უნარჩვევები, როგორიცაა გუნდური მუშაობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა და სხვა.ა(ა)იპ "ჩვენი ბორჯომისათვის"-თან არსებულ ბავშვთა და ახალგაზრდობის განათლებისა და განვითარების ცენტრის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
1. ინტერესების მიხედვით კლუბური მუშაობის გაფართოება, რაც არაფორმალური განათლების ყველაზე ეფექტული და საჭირო მიმართულებაა;
2. ღონისძიებების ფარგლებში შემეცნებით-შემოქმედებითი ბანაკების, ტრენინგების, ვორქშოპების, შემოქმედებითი კონფერენციების, ოლიმპიადების, ვიქტორინების, სპორტული ღონისძიებების, კონკურსების და ლექციების ჩატარება. 2026-2029 წლებში გათვალისწინებული გვაქვს საერთაშორისო ბანაკებსა და გაცვლით პროგრამებში მოსწავლეთა ჩართვა
საგანმანათლებლო და სახელოვნებო კლუბებისა და წრეების მუშაობა
საზამთრო და საზაფხულო ბანაკების მუშაობა
შემეცნებით შემოქმედებითი ღონისძიებები
საერთაშორისო ბანაკები და გაცვლითი პროგრამები
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის განხორციელების შედეგად მივიღებთ განათლებულ, სწავლასა და წინსვლაზე ორიენტირებულ ახალგაზრდა თაობას, რომლებიც აქტიურად იქნებიან ჩართული რაიონის კულტურულ და საზოგადოებრივ საქმიანობაშ