მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 7 154,0 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

პროგრამული კოდი

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

2026 წლის პროგნოზი

2027 წლის პროგნოზი

2028 წლის პროგნოზი

2029 წლის პროგნოზი

06 00

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

7 154,0

7 177,0

7 201,7

7 104,4

06 01

ჯანმრთელობის დაცვა

19,9

-

-

-

06 01 01

ჯანდაცვის ცენტრი

-

-

-

-

06 01 02

ამბულატორიული, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურეობის და ჰუმანიტარული დახმარების ხელშეწყობა და რეაბილიტაცია

10,0

-

-

-

06 01 03

უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების პოპულაცია

9,9

-

-

-

06 02

სოციალური დაცვა

7 134,1

7 177,0

7 201,7

7 104,4

06 02 01

მოსახლეობის სტაციონარული სამედიცინო მომსახურება

2 650,0

2 650,0

2 650,0

2 650,0

06 02 02

უფასო სასადილოს დაფინანსება

527,8

570,7

595,3

548,1

06 02 03

ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები

-

-

-

-

06 02 04

მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიოტორიული მთლიანობის აღდგენის ომში მონაწილე შშმ ვეტერანთა დახმარება

6,0

6,0

6,0

6,0

06 02 05

ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დახმარება

1 245,8

1 245,8

1 245,8

1 245,8

06 02 07

სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბინით უზრუნველყოფა

50,0

50,0

50,0

-

06 02 09

18 წლამდე ასაკის მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება

511,7

511,7

511,7

511,7

06 02 10

სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზხარალებული ოჯახების დახმარება

-

-

-

-

06 02 11

მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა

310,0

310,0

310,0

310,0

06 02 12

სოციალური დახმარებები

1 482,9

1 482,9

1 482,9

1 482,9

06 02 13

ონკოლოგიური პაციენტების დახმარების პროგრამა

350,0

350,0

350,0

350,0

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

ამბულატორიული, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურეობის და ჰუმანიტარული დახმარების ხელშეწყობა და რეაბილიტაცია

2026 წლის დაფინანსება

ათას ლარში

06 01 02

10,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია

ქვეპროგრამის აღწერა

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ,შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი"-ს ბაკურიანის სამედიცინო დაწესებულების გამართული ფუნქციონირებისთვის, სერვისების უწყვეტი მიწოდების მიზნით, ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით,ექიმი ტრავმატოლოგის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

უზრუნველყოფილია უწყვეტი  ჯანმრთელობის სერვისის მიწოდება

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების პოპულაცია

2026 წლის დაფინანსება

ათას ლარში

06 01 03

9,9

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება დასახლებაში ბინადარი უპატრონო-მიუსაფარი შინაური ძაღლების  პოპულაციის მართვა , ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით. მიუსაფარი ძაღლების დაჭერა, დროებით თავშესაფარში განთავსება შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით.მათზე საიდენტიფიკაციო საშუალებების განთავსება.

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

მიუსაფარი ძაღლების გამრავლების შემცირება და მოსახლეობის დაცვა ცოფით დაინფიცირებისგან

კოდი

პროგრამის დასახელება

სოციალური დაცვა

2026 წლის დაფინანსება

ათას ლარში

06 02

7 134,1

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია

პროგრამის აღწერა

პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური  დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას,  იძულებულ გადაადგილებულ პირთა სოციალურ დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის მიზანია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ბავშვის უფლებების დაცვა, ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერა, ბავშვის ოჯახის გაძლიერება მათი ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.პორგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:

მოსახლეობის  სტაციონარული სამედიცინო მომსახურება

უფასო სასადილოს დაფინანსება

ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებული და საქართველოს ტერიოტორიული მთლიანობის აღდგენის ომში მონაწილე შშმ ვეტერანთა დახმარება

ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დახმარება

18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება

სტიქიის შედეგად დაზარალებული    ოჯახების ბინით უზრუნველყოფის ხარჯი

18 წლამდე ასაკის მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება

მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა

სოციალური დახმარებები

ონკოლოგიური პაციენტების დახმარების პროგრამა

ბავშვთა დაცვა და უფლებების მხარდაჭერა

პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამა

და სხვა.

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

გაზრდილია  მუნიციპალურ და კომუნალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და გაუმჯობესებულია საზოგადოების ცალკეული კატეგორიების სოციალური პირობები.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

მოსახლეობის  სტაციონარული სამედიცინო მომსახურება

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 01

2 650,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

აღნიშნული ქვეპროგრამით 100 %-ით  დაფინანსდებიან ის სოც. დაუცველი პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ სარეიტონგო ქულა 0-დან 160 000-მდე. მაქსიმალური გასაცემი თანხა 5000 ლარი.დაფინანსება განხორციელდება წელიწადში ორჯერ: ა) მოქალაქის კვლევებისა და ბ) კვლევების შემდგომ ოპერაციული ან სტაციონარული მკურნალობისთვის. ორივე შემთხვევაში  ქულების შესაბამისად აღნიშნული თანხის ფარგლებში. ბენეფიციარები, რომელთა სარეიტინგო ქულა 160 000-დან 200 000-მდეა დაფინანსდებიან 100 %-ით და წლის განმავლობაში მაქს. გასაცემი თანხაა 3000 ლარი. დაფინანსება განხორციელდება წელიწადში ორჯერ: ა) მოქალაქის კვლევებისა და ბ) კვლევების შემდგომ ოპერაციული ან სტაციონარული  მკურნალობისთვის. ორივე შემთხვევაში  ქულების შესაბამისად აღნიშნული თანხის ფარგლებში. ის ბენეფიციარები, რომლებიც არ  არიან რეგისტრირებული სოც. დაუცველთა ბაზაში და საჭიროებენ სტაციონარულ მომსახურებას დაფინანსდებიან  2500 ლარით დაფინანსება განხორციელდება წელიწადში ორჯერ: ა) მოქალაქის კვლევებისა და ბ) კვლევების შემდგომ ოპერაციული ან სტაციონარული მკურნალობისთვის აღნიშნული თანხის ფარგლებში.  სრული დაფინანსება გაეწიოთ ორჯერადად კვლევებისა და ოპერაციული თუ სტაციონარული მკურნალობისთვის: C ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტებს სახელმწიფო პროგრამის მოქმედების ვადით, დიალიზზე მყოფ პაციენტებს (ფისტულის ჩადგმა), აუტისტური სპექტრის და დაუნის სინდრომის მქონე პაციენტებს (სარეაბილიტაციო ცენტრიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე) ასევე მინდობით აღზრდაში მყოფ პირებს, 5 წლამდე ასაკის ბავშვებს, ობლებს და მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს, 18 წლამდე შშმ პირებს,  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ შშმ ვეტერანებს და მათ ოჯახის წევრებს, ჩერნობილის ატომურ ელექტროსდგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციების მონაწილეებს. ასევე საპენსიო ასაკის პირებს. მაქსიმალური გასაცემი თანხა 3000 ლარი . 500 ლარამდე წარმოდგენილი ანგარიშფაქტურა დაფინანსდეს სრულად. ქვეპროგრამის მოქმედება არ ვრცელდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე, ტრანსპლანტაციის ხარჯებზე, ესთეტიკურ, პლასტიკურ, ქირურგიაზე, კურორტულ მომსახურებაზე და სტომატოლოგიურ მომსახურებაზე (გარდა ყბა-სახის ქირურგიისა), ასევე არ დაფინანსდება არჩეული  აყვანილი ექიმის და "ვიპ" პალატის ღირებულება.  ბენეფიციართა დაფინანსება მოხდება წელიწადში ორჯერადად გარდა კარდიოლოგიური მომსახურებისა.

მოსალოდნელი  შედეგი

სამედიცინო მომსახურეობაზე ხელმისაწვდომობის ზრდა

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

უფასო სასადილოს დაფინანსება

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 02

527,8

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა) იპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურეობის ცენტრი

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

უფასო სასადილო ემსახურება 275 ბენეფიციარს. ბენეფიციარად რეგისტრირდება პირი,  რომელიც აღრიცხულია სოც.დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულით 1-დან  160 000 -ის ჩათვლით . იღებს საარსებო შემწეობას ან აქვს ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობის უფლება.   ასევე  მარტოხელა ან ინვალიდი პენსიონერი. ყოველდღიური ერთჯერადი სადილი გაიცემა  კვირაში ექვსი დღე.

მოსალოდნელი  შედეგი

სოციალური ფენის დახმარება

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიოტორიული მთლიანობის აღდგენის ომში მონაწილე შშმ ვეტერანთა დახმარება

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 04

6,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამით გათვალისწინებულია 9 მაისთან დაკავშირებით დ/ს ომის ვეტერანებთან  გათანაბრებული პირებისთვის 200 ლარით ერთჯერადი ფულადი დახმარება თითოეულ ვეტერანზე . ხოლო 26 მაისს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი შშმ ვეტერანებისათვის  ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა 200 ლარის ოდენობით  თითოეულ ვეტერანზე.

მოსალოდნელი  შედეგი

დახმარება

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დახმარება

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 05

1 245,8

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

აღნიშნული დახმარება გაიცემა ერთჯერადად იმ ოჯახებზე რომლის ახალშობილი დაიბადა მიმდინარე წლის განმავლობაში. ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარებას მიიღებს 400-მდე ბენეფიციარი.  ახალშობილის შეძენის შემთხვევაში ყველა ოჯახი მიიღებს 1000 ლარს  ერთჯერადად პირველ შვილზე.  2000 ლარს მეორე შვილზე, 3000 ლარს მესამე შვილზე, 4000 ლარს მეოთხე შვილზე, მე-5  ახალშობილზე 5000 ლარს და ა. შ. ახალშობილის ოჯახი  ყოველთვიურად მიიღებს  300 ლარს ოთხი წლის განმავლობაში ბავშვის ოთხი წლის ასაკის შესრულების თვის ჩათვლით,  რაც გავლენას იქონიებს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ტყუპი ახალშობილის შეძენის შემთხვევაში დაცული იქნეს შვილთა რაოდენობის  რიგითობა (მაგ. ტყუპი ახალშობილის შეძენისას  პირველი შვილს 1000 და მეორე შვილს  2000 ლარი და ა.შ.) . ფინანსური დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუკი დადგენილებით განსაზღვრული ფინანსური დახმარების გაცემის საფუძველი დადგა გასული წლის მეოთხე კვარტალში, მშობლის განცხადება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში დარეგისტრირებულია გასული წლის დეკემბრის თვეში, ხოლო მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) ფინანსური დახმარების გაცემის შესახებ მიღებულია მომდევნო საბიუჯეტო წელს. ამ შემთხვევაში ფინანსური დახმარება გაიცემა მომდევნო წლის ბიუჯეტიდან შესაბამისი ქვეპროგრამის ფარგლებში. პროგრამის მოსარგებლეები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  განცხადების მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში მუდმივად მცხოვრები ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან  საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე ის პირები, რომელთაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვთ ბორჯომის მუნიციპალიტეტი.

მოსალოდნელი  შედეგი

ახალშობილთა ოჯახების ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სტიქიის  შედეგად დაზარალებული და უსახლკაროდ დარჩენილი   ოჯახების ბინით უზრუნველყოფის ხარჯი

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 07

50,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

სტიქიის , ხანძრის შედეგად და  დროებით უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფა

მოსალოდნელი  შედეგი

დახმარება

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

18 წლამდე ასაკის მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება

2026  წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 09

511,7

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში  18 წლამდე ასაკის ოთხი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარება გაიცემა 400 ლარის ოდენობით და  ყოველ მომდევნო შვილზე დამატებით 100  ლარით  იმ ოჯახებზე, რომლებიც რეგისტრირებული არიან "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ სარეიტონგო ქულა 0-დან 160 000-მდე.  ხოლო  300 ლარის ოდენობით და  ყოველ მომდევნო შვილზე დამატებით 100  ლარით  დახმარება გაიცემა იმ ოჯახებზე, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული  "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.  ასევე 400 ლარით ყოველთვიურად დაფინანსდებიან 18 წლამდე ასაკის ის სამშვილიანი ოჯახები, რომელთაც ერთ-ერთი შვილი ჰყავთ შშმ პირი. პროგრამით მოსარგებლენი არიან  ის მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებული არიან განცხადების მომართვამდე  არანაკლებ 1 თვის განმავლობაში  და ფაქტობრივად მცხოვრები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ 1 წლის განმავლობაში. ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი დადასტურებული უნდა იქნეს ქალაქის ან ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მიერ.        სოციალური დახმარების ქვეპროგრამის ძირითადი მიზანია მრავალშვილიანი ოჯახების თანადგომა, ფინანსური დახმარების გაწევა,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება შობადობის წახალისების გზით.

მოსალოდნელი  შედეგი

დახმარება

ქვეპროგრამების დასახელება

კოდი

მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

06 02 11

310,0

ქვეპროგრამების განმხორციელებელი

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

სოციალური დახმარების ქვეპროგრამის ძირითადი მიზანია  მოსახეობის თანადგომა, ფინასური დახმარების გაწევა  და სხვადასხვა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა.  ქვეპროგრამა ითვალისწინებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განცხადებით მომართვამდე უწყვეტად 1 წლის განმავლობაში რეგისტირირებული ან   მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე   მოსახლეობის   მედიკამენტებით  უზრუნველყოფას. აღნიშნული პროგრამით ისარგებლებენ:

1.1 ყველა მოქალაქე სტაციონარში წოლის შემდგომ  300  ლარით ერთჯერადად.

1.2  დიალიზზე მყოფი პაციენტები ყოველთვიურად 200 ლარით.

13 მედიკამენტებით შეძენისათვის კვარტალში ერთჯერადად 300 ლარით დაფინანსდებიან მოქალაქეები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ -შშმ სტატუსი.კერძოდ: ენცეფალოპათიით, პარკინსონის დაავადებით(კანკალა რიგიდული ფორმა) და 18 წლამდე ასაკის ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები.

1.4  300 ლარით  დაფინანსდებიან ის ბენეფიციარები, რომლებიც იმყოფებიან მუდმივად  მწოლიარე მდგომარეობაში და არ ექვემდებარებიან გადაადგილებას,1.5  მედიკამენტებით უზრუნველყოფა განხორციელდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ  საპატიო წოდების მქონე  მოქალაქეებზე  1000 ლარის ოდენობით.

1.6  300 ლარის მედიკამენტებით გაეწევათ დახმარება კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე იმ  ბავშვებს, რომლის მიმართაც მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მუშაკის მიერ ბავშვისა და ოჯახის შეფასების შემდგომ შემუშავებულია ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა.

1.7  განხორციელდეს საპენსიო ასაკის სოციალურად დაუცველი იმ ბენეფიციარების 300 ლარის  მედიკამენტებით უზრუნველყოფა, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება  200 000-ს.

1.8 მედიკამენტების შესაძენად ერთჯერადად 500 ლარის ოდენობით დახმარება გაეწიოთ შშმ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს. გარდა 1.2, 1.3, და 1.5 პუნქტებისა ბენეფიციართა მედიკამენტოზური უზრუნველყოფა მოხდეს წელიწადში ერდჯერადად.

მოსალოდნელი შედეგი

გაზრდილია მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სოციალური დახმარებები

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 12

1 482,9

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

სოციალური დახმარების ქვეპროგრამის ძირითადი მიზანია  მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მათი მორალური და ფინანსური თანადგომა. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ერთჯერადი ფინანსური დახმარებების გაცემა, კერძოდ: ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებული ახალდაქორწინებულ წყვილებზე,  18 წლამდე შშმ  და დედ-მამით ობოლი ბავშვების ყოველთვიური დახმარება და საკურორტო მომსახურეობა. 18 წლამდე  დედ-მამით ობოლ  ბავშვებზე და კრიზისულ სიტუაციაში მყოფ ბავშვებზე "ბავშვთა საერთაშორისო დღე"-სთან დაკავშირებით ,  18 წლამდე კრიზისულ სიტუაციაში მყოფი სტატუსის მქონე ბავშვებზე სასწავლო პროცესისთვის  ხელშეწყობა, დახმარება გაიცემა მარტოხელა, მრავალშვილიან   და 18 წლამდე შშმ პირების დედებზე "დედის დღესთან" დაკავშირებით .ასევე  ხორციელდება ბორჯომის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უჭირისუფლო მიცვალებულების სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება ერთჯერადად. ყოველთვიური ფინანსური დახმარებების გაცემა ხორციელდება:  მარტოხელა მშობლებზე, 100 წელს გადაცილებული ხანდაზმულ მოქალაქეებზე. 18 წლამდე რეინტეგრირებულ ბავშვებზე,  "ცელიაკიის" დიაგნოზის მქონე ბენეფიციარებზე, მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა და 18 წლამდე შშმ პირთა მშობლების   და დედ-მამით ობოლი ბავშვების მეურვეებზე კომუნალური გადასახადის წილობრივი დაფინანსებისთვის და დღის ცენტრი "თებე"-ს და ორგანიზაცია "ხედვა, ზრუნვა, მხარდაჭერა კომუნალური გადასახადების დაფარვის მიზნით, ამასთანავე,ქვეპროგრამა ითვალისწინებს 2-ჯერადად მატერიალური თანხის გაცემას (ახალ წელს და აღდგომას)  მრავალშვილიანი ოჯახებზე, დედ-მამით ობოლო ბავშვებზე, მარტოხელა მშობლებზე, 18 წლ შშმ  და 18 წლის ზევით 1 ჯგ. შშმ პირებზე, დიდი სამამულო ომის ვეტერანებზე, საქ. ტერ. მთლიანობისთვის ომის მონაწილე ვატერანებზე და მარჩენალდაკარგულ პირებზე(სარეიტ ქულით 160 000მდე)საქ. ტერ. მთლიანობისთვის შშმ ვეტერანებზე (დევნილებიც) ავღანეთის ომის ვეტერანებზე, 9 აპრილს დაზარალებულ პირებზე და ჩერნობილის ავარიის დროს დაზარალებულ მოქალაქეებზე. ასევე,   ქვეპროგრამა ითვალისწინებს   სოციალურად დაუცველი მოახლეობის კომუნალურ სუბსიდირებას ზამთრის სეზონთან დაკავშირებით.

ახალდაქორწინებულთა ერთჯერადი დახმარება

18 წლამდე შშმ ბავშვების ყოველთვიური დახმარება, საკურორტო მომსახურეობა

100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ყოველთვიური დახმარება

სოციალურ პაკეტში გათვალისწინებული ორჯერადი დახმარება (ახალი წელი აღდგომა)

18 წლამდე დედ-მამით ობოლ და კრიზისულ სიტუაციაში მყოფ ბავშვებზე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დახმარება

მრავალშვილიან დედებზე და შშმ ბავშვიან ოჯახების დედებზე  ,,დედის დღესთან,,დაკავშირებული ერთჯერადი დახმარება

დღის ცენტრის კომუნალური გადასახადების დაფინნასება

მარტოხელა მშობლების დახმარება

უჭირისუფლო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი

მრავალშვილიან ოჯახებზე, მარტოხელა მშობლებზე , დედ-მამით ობოლ ბავშვების მეურვეებზე და  18 წლამდე შშმ პირების ოჯახებზე კომუნალური გადასახადის წილობრივი დაფინანსება

სოციალურად დაუცველი მოახლეობის კომუნალური სუბსიდირება ზამთრის სეზონთან დაკავშირებით.

18 წლამდე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი სტატუსის მქონე ბავშვებზე სასწავლო პროცესისთვის ხელშეწყობა.

"ცელიაკიის" დიაგნოზის მქონე ბენეფიციართა დახმარება.

18  წლამდე რეინტეგრირებული ბავშვების ფინანსური მხარდაჭერა

მოსალოდნელი  შედეგი

დახმარება

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ონკოლოგიური პაციენტების დახმარების პროგრამა

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 13

350,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ჯანმრთელობის დაცისა და სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

სოციალური დახმარების ქვეპროგრამის ძირითადი მიზანია  მოსახლეობის ონკოლოგიური ფენის  თანადგომა, ფინასური დახმარების გაწევა  და სხვადასხვა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა.  ქვეპროგრამა ითვალისწინებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები  და განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში  რეგისტრირებული  ონკოლოგიური ბენეფიციარების  დაფინანსებას. პროგრამით ისარგებლებენ  I, II და IV კლინიკური ჯგუფის ონკოლოგიური ბენეფიციარები საჭიროებების მიხედვით. კერძოდ:  ა) სადიაგნოსტიკო მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება   ქიმიოთერაპიის კურსის მიმდინარეობისას; ბ) ოპერაციული მკურნალობის  თანადაფინანსება; გ)  ქიმიოთერაპიის კურსის თანადაფინანსება საყოველთაო ან კერძო დაზღვევის შემდგომ დარჩენილ თანხაზე დ) საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტებით უზრუნველყოფა. მაქსიმალური გასაცემი თანხა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარი.

დაფინანსების  მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს ფორმა N100 გაცემული შესაბამისი ონკოლოგიური დაწესებულების მიერ(დედანი), ანგარიშ-ფაქტურა (დედანი) და კალკულაცია (დედანი) და საჭიროებისას კალკულაცია აფთიაქიდან. ხოლო III და IV კლინიკური  ჯგუფის ონკოლოგიურ პაციენტებს,  რაიონის ონკოლოგის ან ოჯახის ექიმის  მიერ შევსებული ფორმა #100-ის (ჩანაწერი მედიკამენტების ჩამონათვალით), რეცეპტის და აფთიაქიდან წარმოდგენილი კალკულაციის(დედანი) საფუძველზე გაეწიოს დახმარება ერთჯერადად  150 ლარის ოდენობით.

მოსალოდნელი  შედეგი

ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრ